რამდენიმე მარკეტინგული ნაბიჯი მასების მოსაზიდად

11/08/2015

2მიუხედავად იმისა, ორგანიზაცია უკვე ჩამოყალიბებულია თუ არა, ყველას სურს მომხმარებელზე „ზემოქმედების მოხდენა“. მნიშვნელოვანია მიიპყროთ თქვენი სამიზნე ჯგუფის ყურადღება, რომ წარმატება მოუტანოთ კომპანიას. ეს იმ პირობებში, როცა ირგვლივ არაერთი ამბიციური მეწარმე თუ საინტერესო იდეებია.

განაახლეთ თქვენი „მესიჯები“ ისე, რომ გამოირჩეოდეთ სხვებისაგან.

1. ფოკუსირება მოახდინეთ ღირებულებებზე და არა მახასიათებლებზე.

იმუშავეთ ძლიერ შეტყობინებებზე, რომელიც დაგეხმარებათ, მიაწოდოთ მომხმარებელს სწორი და ფასეულობებზე დაფუძნებული ინფორმაცია.  სასურველია შეიცავდეს პროდუქტისა თუ მომსახურების არა მხოლოდ  ფუნქციურ ელემენტებს, არამედ პიროვნულ და ემოციურ პრივილეგიებსაც.

მომხმარებელი ხშირად იღებს ყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას ემოციური მოტივაციით. ასე რომ, ნუ მოერიდებით აქცენტის გრძნობებზე გაკეთებას.

2. არ დაგავიწყდეთ თქვენი „რატომ“.

მეწარმეების უმრავლესობა ისე იწყებს საქმეს, რომ მათ მიზნებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ნუ დაივიწვებთ მიზეზებს, რატომაც შეხვედით ბიზნესში. ერთ შეტყობინებაში მოუყარეთ მათ თავი და გაანდეთ მომხმარებელს.

3. იდეალური მომხმარებელი.

იფიქრო მყიდველზე, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა. მაგრამ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა გადაწყვეტთ კონკრეტული მესიჯები გაუგზავნოთ მომხმარებელს. იფიქრეთ პიროვნებებზე ვინც უშუალოდ ყიდულობს თქვენს პროდუქტს, გახადეთ რეალური. განავითარეთ იდეალური მომხმარებლის სურათი და მოარგეთ თქვენი მესიჯები მათ.

4. კულტურა შესაძლოა იყოს გასაღები

შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ბიზნესი დიდად არ განსხვავდება კონკურენტებისაგან. გაცნობიერება რთულია, მაგრამ არ დანებდეთ. ხაზგასმით დააფიქსირეთ თქვენი კომპანიის ფუნქციები და კულტურული მახასიათებლები.   გახადე კომპანიის არსი, სტრუქტურა და პროცესი თქვენი გზავნილის ქვაკუთხედი.

 

წყარო