რამდენიმე ნაბიჯი თანამშრომელთა მოტივაციის გასაზრდელად

22/09/2015

motivation2არ არსებობს წარმატებული მენეჯერის უნივერსალური ფორმულა, თუმცა არსებობს რამოდენიმე თვისება რაც აუცილებლად უნდა ახასიათებდეს წარმატებულ მენეჯერს. თანამშრომლების შესაძლებლობების სათანადოდ შეფასება ამ ჩამონათვალის ერთ-ერთი პუნქტია.

კომპანიის წარმატება მნიშვნელოვანწილად  იმ გუნდზეა დამოკიდებული, რომლისგანაც ორგანიზაცია შედგება. კონკურენტულ გარემოში გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლების პროფესიულ და პიროვნულ თვისებებს.

აჩვენეთ  გუნდს, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მათი ძალისხმევა და ნიჭი. ხშირად გაამხნევეთ ისინი და მიეცით განვითარების საშუალება. თითქმის ყველა წარმატებულმა CEO-მ დაბალი საფეხურიდან დაიწყო კარიერა და სხვადასხვა ეტაპების გავლის შემდეგ მიაღწია არსებულ მდგომარეობას.

გაზარდეთ მათი პასუხისმგებლობა, მიეცით საშუალება გამოიჩინონ ინიციატივა, მოახდინონ იდეების გენერირება და საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა გარკვეულ საკითხებზე. ეს კი არ მისცემთ მათ მოდუნების საშუალებას.

სამუშაო გარემოს დიდი გავლენა აქვს ადამიანების პროდუქტიულობაზე. გარემოს შეუძლია თანამშრომლის პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად გაზრდა ან პირიქით, აქტიურობისა და შესაძლებლობების შემცირება. მნიშვნელოვანია გარემო, რომელიც მათ ახალი სიძნელეების გადალახვის გამოწვევის წინაშე დააყენებს და ე.წ. მენტორი, რომელიც დახმარებას გაუწევს მას.

მენეჯერი, რომელიც თანამშრომლებთან ერთად არის ჩართული სამუშაო პროცესში, მოტივაციის დამატებით ფაქტორს წარმოადგენს. თუმცა ეს არ უნდა გადაიქცეს მკაცრ კონტროლად, ზოგიერთი მენეჯერი დღის განმავლობაში ხშირად ეკითხება სამუშაოს შესრულების მდგომარებას თავის დაქვემდებარებულს, რითაც აგრძნობინებს, რომ მათ არ ენდობიან, რაც შესაბამისად იწვევს თანამშრომლის სტრესსა და დემოტივაციას.

წარმატებულ, მზარდ კომპანიაში მუშაობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია დასაქმებულთათვის. ერთი-ორად ზრდის მოტივაციას იმის ცოდნა, რომ შენ ქმნი პროდუქტს, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლისათვის.

 

წყარო

 

თეონა თავდიშვილი



Related Posts