რამდენიმე ნაბიჯი თქვენი წარმატებული სტარტაპისათვის

02/11/2015

startupsრთულია წამოიწყო ბიზნესი, რომელიც დროის მცირე მონაკვეთში მოგიტანთ წარმატებას.  სიძნელეებს შეხვდებით საქმიანობის ყოველ ეტაპზე, ბიზნეს იდეიდან – უმნიშვნელო დეტალებამდე.

შესაძლოა ინვესტორებთან თუ პარტნიორებთან მრავალსაათიანი შეხვედრების შემდეგ აღმოაჩინოთ, რომ თქვენი კონკურენტი უკვე ექვსი თვის წინ შევიდა ბაზარზე ანალოგიური იდეით. ამიტომ თქვენ ჩქარობთ იდეის განხორციელებას, სისრულეში მოყვანას, რათა იყოთ ბაზარზე პირველები. მაგრამ სწრაფი ქმედებების დროს შესაძლოა  დაუშვათ შეცდომა, რომელიც  თქვენს სტარტაპს წარმატებას არ მოუტანს.

ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. მიაქციეთ ყურადღება თქვენს ნაბიჯებს, პროდუქტს, გუნდს, პროცესს. იფიქრეთ თუ რა გავლენას მოახდენს და როგორ აისახება თქვენი გადაწყვეტილებები თქვენივე ბიზნესზე არამხოლოდ ხვალ, არამედ ხუთი წლის შემდეგაც.

  1. დრო – ინოვაციური იდეის ქონა არ არის წარმატების გარანტი. შესაძლოა არასწორ დროს აღმოჩნდეთ არასწორ ადგილას. ან თუნდაც, სწორად ვერ განსაზღვოთ სამიზნე აუდიტორია. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, გზავნილებს თუ რაზე საუბრობენ თქვენი პოტენციური მომხმარებლები. არის თუ არა ბაზარზე თქვენი პროდუქტის საჭიროება. ამ ტიპის კვლევა დაგეხმარებათ სტრატეგიულად სწორი მომენტის განსაზღვრაში და შესაბამისად, თქვენი ბიზნესის წარმატებულ მუშაობაში, რასაკვირველია ხანგრძლივი პერიოდით.
  2. ხარისხი – ნუ დაზოგავთ თანხებს პროდუქციისა თუ მომსახურების ხარისხის ხარჯზე. სწორედ მაღალი ხარისხი იქცევა თქვენი კომპანიის წარმატების გარანტად გრძელვადიან პერსპექტივაში.
  3. ინფორმაცია – თქვენი კომპანიის შესახებ ინფორმაცია გახადეთ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი. მიზნები, წარმატებები, მიღწევები. როცა ახალი თანამშრომელი უერთდება კომპანიას, მან უნდა იცოდეს თუ რა უპირატესობები აქვს თქვენს ორგანიზაციას კონკურენტებთან მიმართებაში.
  4. ხარჯები – იცოდეთ, რა მიზნით იხარჯება თითოეული დოლარი. თუ ფინანსურ საკითხებში ზედმიწევნით ვერ ერკვევით, დაიქირავეთ სანდო პირი, რომელიც სამუშაოს ყოველ ეტაპზე გააკონტროლებს ფულად ნაკადს.

აწარმოეთ დეტალური ხარჯთაღრიცხვის პროგრამა. აჩვენეთ თქვენი ფინანსების აღრიცხვისა კონტროლის სისტემა პოტენციურ ინვესტორებს. ეს უკანასკნელი დადებითად იმოქმედებს მოლაპარაკებების პროცესსა და მათ საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

წყარო

თეონა თავდიშვილი