რამდენიმე ონლაინ პლატფორმა, რომელიც ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ

02/06/2015

რამდენიმე ონლაინ პლატფორმა, რომელიც ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათონლაინ გაყიდვებზე სპეციალიზებული მეწარმეები მიიჩნევენ, მთავარია ინოვაციური პროდუქტი რეკლამაზე ზედმეტი ძალისხმევისა და თანხების დახარჯვა საჭირო აღარ არის.

რასაკვირველია ეს მცდარი წარმოდგენაა. რაც არ უნდა ინოვაციური, ორიგინალური თუ ექსკლუზიური პროდუქტი გქონდეთ, აუცილებელია  მიაწოდოთ მომხმარებელს ინფორმაცია. მაქსიმალურად გაავრცელოთ ცნობები თქვენი პროდუქტის შესახებ და ამისათვის ყველა სოციალური ქსელი თუ ინტერნეტ საიტი უნდა გამოიყენოთ. მით უმეტეს, რომ მათი უმრავლესობა სრულიად უფასოა ან მინიმალურ დანახარჯს საჭიროებს.

გამოიყენოთ უფასო ინტერნეტ რესურსები თქვენი ბიზნესის განვითარებასა და უკეთ მართვაში. თავიდან აირიდოთ დამატებითი კადრებისა თუ ახალი თანამშრომლის აყვანასთან დაკავშირებული ხარჯები.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე ინტერნეტ რესურსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

1. WordPress – პოპულარული და კარგი პლატფორმაა ბლოგისა თუ საიტისათვის. რაც მთავარია, უფასო და სამართავად საკმაოდ მარტივი. მოითხოვს კომპიუტერისა და სხვადასხვა პროგრამების მინიმალურ ცოდნას , რათა შექმნათ და შემდგომ განავითაროთ თქვენი გვერდი. გარდა ამისა, საშუალება გექნებათ ატვირთოთ ფოტოები და გაუზიაროთ ისინი მომხმარებელს.

2. Dropbox – გამოიყენეთ იგი ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში შესანახად. აღარ გექნებათ საჭიროება შეხვედრებისა თუ სხვა აქტივობებისას თან ატაროთ  ლეპტოპი, თუ სხვა გაჯეტები. ნებისმიერი სახის ინფორმაცია ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ თქვენს ანგარიშზე.  გარდა ამისა, საიტი საშუალებას გაძლევთ ონლაინ რეჟიმში გაუზიაროთ ან გადაუგზავნოთ სხვადასხვა ფაილი, თუ ფოტო თქვენს თანამშრომლებს.

3. Google Analytics – აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ უფასოდ აწარმოოთ კვლევა და იხილოთ ანალიტიკური მონაცემები თქვენს საიტზე არსებული აქტივობებისა, თუ შემოსული მომხმარებლების შესახებ. რა ინფორმაციის მოძიებას ცდილობდნენ თქვენს ვებ-გვერდზე.

4. Skype – სკაიპი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თქვენი კომპიუტერი და ინტერნეტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში პარტნიორებთან, თუ უბრალოდ მომხმარებელთან დასაკავშირებლად, სრულიად უფასოდ. ვიდეო თვალის ჩართვის შემთხვევაში კი შეგიძლიათ ონლაინ კონფერენციებიც გამართოთ.

5. Bright Journey – საიტი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ რჩევები წარმატებული მეწარმეებისაგან სრულიად უსასყიდლოდ. შეგიძლიათ დასვათ კითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. მომხმარებელს ასევე საშუალება აქვს  ხმა მისცეს საუკეთესო პასუხს.

წყარო

თეონა თავდიშვილი