რამდენიმე რჩევა startup-ებს: როგორ გაუწიოთ კონკურენცია დიდ კომპანიებს

08/10/2015

ახალგაზრდა მეწარმეების უმეტესობა უფრთხის მაღალშემოსავლიან, დიდ კონკურენტ კომპანიებს. ეს შიში აბრკოლებს startup-ებს, თუმცა არსებობს რამდენიმე გზა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია დიდი კორპორაციებისათვის კონკურენციის გაწევა.

სისწრაფე – რა თქმა უნდა, დიდ კოპანიებს აქვთ დიდი რესურსი, თუმცა ამასთანავე დიდი ბიუროკრატიაც, რაც მუშაობის შენელებულ ტემპს იწვევს. მომხმარებელს კი ისე არაფერი აღიზიანებს, როგორც დროში გაწელილი პროცესი. აიღეთ ორიენტირი სისწრაფეზე, უპასუხეთ მეილებს მაქსიმალურად დროულად, მიაწოდეთ მომხმარებელს მისთვის საინტერესო ინფორმაცია უმოკლეს დროში.

იყავით თავდაჯერებულები – ირწმუნეთ საკუთარი ძალების; თქვენს ირგვლივ ყველა თვლის, რომ ხართ პატარა კომპანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა იმოქმედოთ როგორც მცირე startup-მა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ თქვენი კონკურენტები დიდ თანხებს ხარჯავენ მარკეტინგულ თუ PR კამპანიებზე, არ ნიშნავს, მათ უპირატესობას. დაიქირავეთ კადრი, რომელსაც მოსწონს თქვენი ბიზნესი და იცის, თუ როგორ განავითაროს პროდუქტი.

მოუსმინეთ მომხმარებელს – დიდ კომპანიებს ხშირად ავიწყდებათ, რომ მნიშვნელოვანია მომხმარებლის აზრი. არ უსმენენ მათ, ან ვერ ახერხებენ. გაანალიზეთ თქვენი შესაძლებლობები, მომხმარებლები ზუსტად მიგითითებენ თუ რა უნდა გააკეთოთ, რა სურთ მათ.

გაყიდვების ზრდისა და კომპანიის გაფართოვების შემდეგ, ნუ დაემსგავსებით თქვენს კონკურენტებს, დიდ, მაღალშემოსავლიან კორპორაციებს. ნუ გაიმეორებთ მათ შეცდომებს და ნუ მისცემთ საშუალებას ახალ startup-ებს ისევე გემოიყენონ ეს სისუსტეები, როგორც ბიზნესის საწყის ეტაპზე გააკეთეთ ეს თქვენ.

 

წყარო

 

თეონა თავდიშვილი



Related Posts