რამოდენიმე რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ბიზნესის ადგილმდებარეობის შერჩევისას

27/05/2015

ramdenime rcheva biznesistvisსანამ ბიზნესს წამოიწყებთ უნდა დასახოთ კონკრეტული ამოცანები და გეგმები, რა უნდა გქონდეთ, რა გსურთ და რამდენად გაქვთ ამ ყველაფრის განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნული შრომატევადი პროცესია, მაგრამ აუცილებელი და ყურადსაღები.

განსხვავებით  სხვა შეცდომებისა, ადგილმდებარეობის არასწორად არჩევის შემთხვევაში ამ ყველაფრის გამოსწორება უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელიც არის.

1. სამუშაოს სტილი – რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას, იქნება ის ფორმალური და ელეგანტური,  თუ მოულოდნელ და იმპულსურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული.  თქვენი ადგილმდებარეობა უნდა შეესაბამებოდეს თქვენივე სტილსა და იმიჯს.  საცალო გაყიდვებს  გეგმავთ, გსურს ტრადიციული ტიპის მაღაზია თუ მობილური ბიზნესი, რომლის გადაადგილებაც შეგეძლებათ.

2. დემოგრაფია – დემოგრაფიულ საკითხს ორი მნიშვნელოვანი მხარე გააჩნია. პირველ რიგში, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და რამდენად მნიშვნელოვანია მათი სიახლოვე თქვენს ადგილმდებარეობასთან.  ბიზნესის ყველა მიმართულებას არა, მაგრამ  საცალო ბიზნესისა და  მომსახურების არაერთი ტიპისათვის ადგილმდებარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

შეხედეთ საზოგადოებას. ახლოს მდებარე მოსახლეობის რაოდენობა არის საკმარისი, თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის? რამდენად აქვთ მათ სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის ჯანსაღ გარემოს.

3. მარტივად მისადგომი და პარკირება – განიხილეთ ადგილმდებარეობის მიხედვით რამდენად ხელმისაწვდომი იქნება თქვენი ობიექტი ყველასათვის. მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისა თუ მომწოდებლებისათვის. თუ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხართ გადატვირთულ ქუჩაზე, მაშინ როგორ მოაგვარებთ პარკირების საკითხს. რამდენად არის თქვენი ობიექტი ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.

ნუ დაივიწყებთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს. მაგ. ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ხარჯები, ტერიტორიის დასუფთავება. ავტოსადგომი ფასიანი იქნება თუ გადასახადებისაგან თავისუფალი. რამდენად თავსებადია აღნიშნული ხარჯები თქვენს ბიზნესთან.

 

წყარო

თეონა თავდიშვილი