სამთავრობო პოლიტიკა სტარტაპების მიმართ

25/03/2016

სესხიახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული სტრატაპების დაფინანსების მექანიზმი გაზაფხულზე ამოქმედდება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს იქნება კონკრეტულად ახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული სპეციალური ფონდი.

შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს პერიოდში მთავრობას წარედგინება. ბიზნესის დაფინანსების ინსტრუმენტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად იმუშავა საპარტნიორო ფონდმა და მასთან ერთად ეკონომიკის სამინისტრომ.

დღეის მდგომარეობით, უკვე განსაზღვრულია 30-35 მილიონი ლარის მოცულობის ფონდი, რომელიც გადანაწილებული იქნება თბილისსა და რეგიონებზე.

ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, ჩვეულებრივი საბანკო პროცედურებისგან განსხვავებით, ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ ბიზნესინიციატივის სიცოცხლისუნარიანობის შეფასების საფუძველზე მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საკუთარი ბიზნესინიციატივები.

წყარო



Related Posts