საუნივერსიტეტო პრე-აქსელერატორის პროგრამა

08/11/2016

დაფინანსებასაქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მორიგ პროგრამას იწყებს ამჯერად ინოვატორი სტუდენტებისათვის. პროექტის მსვლელობისას მოხდება სტუდენტების სტარტაპების აქსელერაცია, რაც მათ დაეხმარება ბიზნეს იდეების უკეთ დამუშავებასა და დახვეწაში.

პროგრამის ფარგლებში სააგენტო ითანამშრომლებს შემდეგ უნივერსიტეტებთან:

• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი;
• კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
• საქართველოს უნივერსიტეტი;
• ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

24 დეკემბერს, ტექნოპარკში, საუკეთესო სტარტაპები პოტენციური დაფინანსების მისაღებად პრეზენტაციებს ჩაატარებენ ინვესტორებისა და სპეციალურად მოწვეული სტუმრებისათვის.



Related Posts