სოციალური მედიის მართვის ეფექტური გზები

14/09/2015

8583949219_9e7df7c399_hარაერთი ადამიანი სკეპტიკურად არის განწყობილი სოციალური ქსელების მიმართ და სათანადოდ ვერ აფასებს მის შესაძლებლობებს.

სოციალური ქსელი ძალიან კარგი პლატფორმაა, რომელიც თქვენი ბრენდის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამასთანავე, საგრძნობლად ამცირებს რეკლამის ხარჯებს.

მთავარია სწორი სტრატეგია და ნაბიჯები, რომელსაც მომავალში ამ მიმართულებით გადადგამთ.

  • შექმენით რეკლამის სხვადასხვა ვერსია – სატესტო რეჟიმში განათავსეთ ერთდროულად რამდენიმე ვარიაცია, ხშირად შეამოწმეთ გვერდი, რომ ნახოთ რომელი მათგანი მუშაობს ყველაზე უკეთ, ხოლო შემდგომ ეტაპზე გააუქმეთ დაბალი აქტივობისა თუ გამოხმაურების მქონე ვერსიები.  ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ერთი სატესტო შეთავაზებით და აღნიშნული მოქმედებები განახორციელეთ უწყვეტ რეჟიმში.
  • გამოიყენეთ ღილაკი “Learn More” – სარეკლამო განცხადების განთავსებისას თქვენ საშუალება გაქვთ შვიდი სხვადასხვა ვარიანტიდან აირჩიოთ ერთი მათგანი: Shop Now; Book Now; Learn More; Sign Up; Download; Watch More; Contact Us.  სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე კარგად მუშაობს “Learn More”ღილაკი.
  • დასაწყისშივე მიუთითეთ შეთავაზების ფასი – მიაწოდეთ მომხმარებელს ინფორმაცია მარტივი გზებით. იზრუნეთ, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღონ მათ მონაცემები პროდუქციისა თუ მომსახურების ფასებთან დაკავშირებით.
  • გააკეთეთ შეთავაზებები ფასდაკლებასთან დაკავშირებით – გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ Facebook მომხმარებლების 67% გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევს შეთავაზებებს სადაც განთავსებულია ინფორმაცია ფასდაკლების შესახებ.
  • შექმენით თქვენი გვერდის მობილური აპლიკაცია – გახადეთ თქვენი გვერდი უფრო მეტად მოსახერხებელი. მიეცით შესაძლებლობა მომხმარებელს სმარტფონების საშუალებითაც გამართულ რეჟიმში დაათვალიეროს თქვენი გვერდი და იხილოს შეთავაზებები.

 

წყარო

თეონა თავდიშვილი