შექმენით სპეციალიზებული სილამაზის სალონი

19/03/2015

გსურთ გააბედნიეროთ ქალბატონების უმეტესობა? ამისთვის ძალიან მარტივი ბიზნესის დაწყება არის საჭირო, ეს არის სპეციალიზებული სილამაზის სალონი.

როგორ მუშაობს ასეთი სალონი? თქვენ ირჩევთ მხოლოდ ერთი ტიპის მომსახურებას (მაგ.: მხოლოდ სტილისტები; მხოლოდ პედიკურისა და მანიკურის სპეციალისტები;) და თქვენი მთელი ყურადღება ეთმობა ხარისხს, ხარისხს – რომელსაც ქალბატონები ითხოვენ და რომლის გარეშეც სილამაზის სალონის მომსახურება ფასს კარგავს.

მოაწყვეთ სალონი გემოვნებით, ნათელ ფერებში, მიეცით ქალბატონებს განტვირთვის საშუალება, შესთავაზეთ ყავა და ჩაი, შავი შოკოლადი (რადგან ნაკლებკალორიულია), მოუყევით მათ რამოდენიმე საიდუმლო, რამოდენიმე ჭორი და ისინი ყოველთვის, მოიცლიან თქვენთან მოსასვლელად კვირის ყველაზე დატვირთულ დღესაც კი, ყველაზე დატვირთული გრაფიკის პირობებში.

წარმატებებს გისურვებთ!