სპორტულ-გასართობი საბავშვო ბაღი

08/07/2009

1375443276კარგი იქნება, თუ ვინმე გააკეთებს ადგილს, სადაც შაბათ-კვირას შესაძლებელი იქნება ბავშვის მიყვანა სხვადასხვა სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. მშობლებს შეუძლიათ დატოვონ მთელი დღით, ან თავადაც დარჩნენ იქვე და თვალყური ადევნონ შვილის მონაწილეობას ამ ღონისძიებებში.

უმჯობესია ცენტრმა იმუშაოს 4-დან 10 წლამდე ბავშვებისათვის. ძალიან ბევრი მშობლისთვის ასეთ ასაკში პრობლემას წარმოადგენს ბავშვის სადმე დატოვება.

ასეთი მომსახურება, შეიძლება, საათში 2-3 ლარი ღირდეს. რამდენი ხანიც იქნება ბავშვი, იმის შესაბამის საფასურს გადაიხდის მშობელი. ამ საქმის დაწყება თავიდან შესაძლებელია ოჯახის დონეზე. დიასახლისებს, რომლებიც არ მუშაობენ, შეუძლიათ შესთავაზონ ამ ასაკის ბავშვების მშობლებს, რომ შაბათ-კვირას, დღის განმავლობაში დაიტოვებენ მათ შვილებს გარკვეული თანხის საფასურად. შეთავაზება კი უბანში უნდა გაკეთდეს. ამისათვის შესაძლოა დაიბეჭდოს ეს ინფორმაცია და განთავსდეს ლიფტებთან სადარბაზოებში.