„სტარტაპ მეგობრული“ – ახალი პროექტი ბიზნესის ხელშეწყობისათვის

28/10/2016

დაფინანსება“სტარტაპ მეგობრული” – კიდევ ერთი ახალი პროექტია ბიზნესის მხარდაჭერისათვის, რომელიც დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის, „სტარტაპ საქართველო” გაგრძელებაა. „სტარტაპ მეგობრული” სტარტაპებს მსხვილ ბიზნესკომპანიებთან ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარება, ხოლო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, სხვადასხვა დარგის განვითარების პროცესში ჩართვისა და ორმხრივად სასარგებლო ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს.

ახალ პროექტში პირველი „თიბისი ბანკი” ჩაერთო. „სტარტაპ მეგობრული” იქნება ის ფორმატი, რომელიც წაახალისებს და ერთგვარად სოციალურ პასუხისმგებლობად აქცევს დიდი ბიზნესისთვის სტარტაპ კომპანიებთან მეგობრობას.

პროექტ „სტარტაპ მეგობრულის” პრეზენტაციას, რომელიც ტექნოპარკში გაიმართა, საქართველოს მთავრობის წევრები და როგორც დამწყები, ისე – მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.



Related Posts