ფაბლაბ ილიაუნი

02/12/2015

12027554_908943752531411_4561287310651774808_nსამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ფაბლაბ ილიაუნი (FabLab), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის შედეგად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლის მიწურულს გაიხსნა.

ფაბლაბის მიზანია იდეების გენერირება, გამოგონებებისა და საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც წაახალისებს საქართველოში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს. ფაბლაბი გეგმავს მაკათონის ღონისძიებებს და გამომგონებელთა გამოფენებს.
ფაბლაბი კვირაში 7 დღეს მუშაობს და 2 დღეს სრულიად უფასოა ნებისმიერი მომხმარებლისთვის.