ქალი სტარტაპერი

21/11/2016

სტარტაპიპირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, სტარტი აიღო ახალმა პროგრამამ, რომელიც საქართველოში ბიზნესიდეების განხორციელებასა და არსებული ბიზნესის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

პროგრამა „ქალი სტარტაპერის“ ფარგლებში, მონაწილეებს შანსი აქვთ მიიღონ სესხი ექსკლუზიური პირობებით, თანამონაწილეობა არ არის სავალდებულო, ისინი სრულიად უფასოდ ჩაერთვებიან საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის იმ ტრენინგებში, რომლებიც მათი ბიზნესიდეის წარმატებით განხორციელებაში დაეხმარებათ. სესხის მოცულობა: 10 000 ლარიდან. ვადა – 5 წელი, 1 წლამდე საშეღავათო პერიოდით.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა იყოთ:

  • იურიდიული პირი ან ინდ. მეწარმე;
  • კომპანიის დირექტორი ან აღმასრულებელი დირექტორი (ასაკი − 22 წლის ზემოთ ქალბატონი);
  • უნდა გქონდეთ საინტერესო ბიზნესიდეა და სურვილი − გააფართოოთ მიმდინარე ბიზნესი საქართველოს მასშტაბით ან წამოიწყოთ ახალი ბიზნესი უკვე აქტიური ბიზნესის პარალელურად.

შესაძლებელია მხოლოდ 2 ბიზნესიდეის დარეგისტრირება. პროექტების წარდგენა შესაძლებელია 31 დეკემბრის ჩათვლით.



Related Posts