მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, 19:00 საათზე, “სტარტაპ საქართველო” ღია კარის დღეს გამართავს. ღონისძიება ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში ჩატარდება, სადაც სტარტაპ საქართველოს პროგრამით დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მათთვის აქტუალურ თემებზე დეტალური ინფორმაცია მიიღონ.
“სტარტაპ საქართველო” – ეს არის პროგრამა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები, ინოვაციური ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში. პროგრამის თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია 15,000 ლარიდან 100,000 ლარამდე. ცალკეული პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ოდენობა კი არ არის შეზღუდული.