კორპორატიული ანიმაციური ფილმების დამზადება

15/12/2009

Movie_Reel_2თუ მულტიპლიკაციაში ერკვევით და მულტფილმების გაკეთებაც შეგიძლიათ, შესთავაზეთ კომპანიებს კორპორატიული ანიმაციური ფილმების გაკეთება. შესაძლოა ბევრი დაგთანხმდეთ.

თუ მოიფიქრებთ რაიმე სიუჟეტს, ტიპაჟებს რეალური კადრებიდან და მენეჯმენტიდან აიღებთ და ფილმსაც კარგად გააფორმებთ, სავარაუდოა, რომ ამაში ბევრი კომპანია კარგად გადაგიხდით. განსაკუთრებით კი ისეთები, ვისაც ბევრი თანამშრომელი ჰყავს.

ანიმაციური ფილმი სწრაფად გავრცელდება youtube-ს და სხვა მსგავსი ადგილობრივი საიტების გამოყენებით, მას არამარტო თანამშრომლები, არამედ არსებული და პოტენციური კლიენტებიც აუცილებლად ნახავენ რაც დადებითად აისახება კომპანიის იმიჯზე.

დაინტერესების ალბათობა ბევრად გაიზრდება, თუ თქვენ თავად შეძლებთ საინტერესო სიუჟეტის მოფიქრებას და შესთავაზებთ მის დახვეწას უკვე კომპანიის თანამშრომლებთან ერთად.

 



Related Posts