შექმენით და განავითარეთ ბრენდი “სოფლის წიწილა”

08/09/2009

qatamiმოსახლეობაში დიდია მოთხოვნა სოფლის წიწილაზე, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა სასარგებლო. თუმცა, პროდუქტის შოვნა მარტივი არ არის და დიდი ძალისხმევაა საჭირო მის მოსაძიებლად.

გაუკეთეთ ორგანიზება სოფლის წიწილის შეგროვებას, შესთავაზეთ მომხმარებელს მუდმივად მაღალი ხარისხის პროდუქტი.

1. მოიძიეთ მომწოდებლები: საწყის ეტაპზე მოგიწევთ სოფელ-სოფელ სიარული და გლეხებთან შეთანხმების მიღწევა პროდუქციის მოწოდებაზე (თბილისთან ახლოს ყველაზე კარგი ვარიანტი შემდეგი სოფლებია: გამარჯვება, თელეთი, კოდა);

2. სასაქონლო სახის მიცემა: პირველ რიგში უნდა დაიცვათ სანიტარული ნორმები, ყურადღება უნდა მიაქციოთ საბოლოო პროდუქტის ვიზუალურ სახეს, კარგი იქნება, თუ მოიფიქრებთ განსხვავებულ შეფუთვას, რითიც მომხმარებელი დაიმახსოვრებს თქვენს პროდუქტს.

3. დისტრიბუციის სქემის აწყობა: პროდუქციის რეალიზება უნდა მოახდინოთ პატარა საუბნო მაღაზიებში. თავიდან აჯობებს მცირე რაოდენობის მაღაზიებთან ითანამშრომლოთ, მაგრამ მათი კლიენტურა თქვენი პროდუქტის მუდმივ მომხმარებლებად აქციოთ.