შექმენით კარტოფილი “ფრის” მოსამზადებელი და სარეალიზაციო პუნქტების ქსელი

03/11/2009

friesთუ გააკეთებთ შემწვარი კარტოფილი “ფრის” მოსამზადებელ და სარეალიზაციო პუნქტებს, ძალიან ბევრი მომხმარებელი გეყოლებათ.

ამისთვის ძირითადად დაგჭირდებათ “ფრის” დასამზადებელი აპარატები, ხარისხიანი ნედლეული კარტოფილის სახით და ქაღალდის მასალა მზა “ფრის” ჩასალაგებლად, რომელსაც “კეტჩუპის” მოსათავსებელი ადგილიც ექნება.

კარტოფილი “ფრი” ყველას უყვარს, თან ცოტაოდენი კეტჩუპით. სწრაფად მზადდება და თან სხვა საკვებთან შედარებით იაფია. ამიტომ მომხმარებელი არ მოგაკლდებათ.

ასეთი პუნქტები უნდა გაკეთდეს ხალხმრავალ ადგილებში, მაგალითად უმაღლეს სასწავლებლებთან, ბაზრობებთან, ავტო და რკინიგზის სადგურებთან და ა.შ.