ძიძა ერთი საათით

01/07/2009

nanny_picთუ თქვენ გამოგდით ბავშვებთან ურთიერთობა, ადვილად უგებთ მათ და ისინიც კარგად გრძნობენ თავს თქვენთან, შეგიძლიათ დაიწყოთ საკუთარი საქმე – „ძიძა ერთი საათით“.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში 5000 მეტი ძიძაა, მათი უმრავლესობა სამუშაო საათებში უვლის ბავშვებს. ძალიან ბევრია შემთხვევა, როდესაც მშობლებს აუცილებლად ესაჭიროებათ ბავშვის დამტოვებელი საღამოს საათებში ან შაბათ-კვირას. თუ თქვენ, თქვენს მომსახურებას საათობრივად დაადებთ ფასს (მაგ.: 5 ლარს) და ინფორმაციას თუნდაც თქვენი ნაცნობების მეშვეობით ან თქვენს მეზობლად არსებულ კორპუსებში გაავრცელებთ, ძალიან მალე გექნებათ პირველი შეკვეთა.

წარმატებებს გისურვებთ