წამოიწყეთ ბიზნესი საბურავების გადამუშავებით

18/05/2011

saburaviსაბურავების გადამუშავების ბიზნესი საკმაოდ მომგებიანი და წარმატებული აღმოჩნდება, თუ მის დამუშავებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების კარგად შესწავლას შეძლებთ.

ევროპაში ყოველწლიურად 3.4 მილიონი ტონა გამოყენებული საბურავები გროვდება. მათგან 3 მილიონი ტონა ხელახლა მუშავდება, ან შეკეთდება. ეს დაახლოებით 300 მილიონი ერთეული საბურავის ტოლია.
ნახმარი საბურავების გადამუშავების რამდენიმე მეთოდი არსებობს. მათ შორის – ულტრაბგერითი გადამუშავება, მაღალ ტემპერატურაზე გამოწვა, მიკროტალღური, მექანიკური, ქიმიური გადამუშავება და სხვ.

მათი გადამუშავება, ყველაზე მეტად ხელსაყრელი და მომგებიანიც ამ ორი გზითაა:
საბურავების მაღალ ტემპერატურაზე დაწვა სპეციალური დანადგარის საშუალებით. ეს ინოვაციური ტექნიკაა, რომლის დროსაც საბურავები სპეციალური მექანიზმის მეშვეობით დახურულ, უჟანგბადო გარემოში იწვის. საბოლოოდ იგი უნდა დადნეს. დნობის პროცესის მიღწევა სხვადასხვა გზით შეიძლება. აქამდე გარე დათბობის მეთოდი გამოიყენებოდა, ახლა ელექტრო-მაგნიტური ველის ტექნოლოგია არსებობს. წვის შედეგად, როცა ის აირისებრ მდგომარეობაშია, კონდენსირდება, როგორც ნავთობი, ბუნებრივი აირი (ნახშირბადის მონოქსიდის და წყალბადის შემცველი), ქვანახშირი, ნახშირბადი, მოჭედილი ფოლადი. ამ პროცესში გამონაბლოქვი არ იქმნება და მიღებული ყველა კომპონენტის გამოყენებაა შესაძლებელი.

საბურავებს დაქუცმაცება და მისგან რეზინის დამზადება. დეტალები მისი გამოყენება მრავალმხრივ შეიძლება  – ახალი საბურავების დასამზადებლად, მილების, გორგოლაჭების, კალათბურთის მოედნების, გემების იატაკის, ან გვერდებზე შემოსავლებად.

გარდა ამისა, დაქუცმაცებული საბურავები იაფი და ეფექტური საშუალებაა გარემოს გასაუმჯობესებლად. ილინოისის უნივერსიტეტის კვლევა ადასტურებს, რომ ნაგავსაყრელებზე მათი დაყრა ე.წ. სანიაღვრე მილს ქმნის: ის გამორიცხავს ნარჩენების და საზიანო ნივთიერებების გაჟონვის საშიშროებას. ამისთვის, როგორც წესი, ქვიშა ან ღორღი გამოიყენება, თუმცა, დაქუცმაცებული საბურავების გამოყენება გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა.

წარმატებებს გისურვებთ

სასარგებლო ბმულები:

http://www.youtube.com/watch?v=hbvm5UNdLtM&feature=player_embedded#at=111
http://www.only-recycling.com/tag/tires/
http://www.epa.gov/osw/conserve/materials/tires/tdf.htm
http://www.recyclinggarbage.net/How_to_Recycle_Used_Tires.html
http://www.ehow.com/list_7436656_tire-recycling-methods.html
http://www.ehow.com/how-does_5002156_tire-recycling-process.html
http://www.ehow.com/how-does_4968911_process-tire-recycling.html