ხელნაკეთი ნივთების წარმოება და რეალიზაცია

28/04/2010

imagesგააკეთეთ ხელნაკეთი (თავდაპირველად მხოლოდ ნაქსოვი) აქსესუარების წარმოება. მაგ.: ქუდები, შარფები, ხელთათმანები, სამაჯურები , ჩანთები და სხვ.

საქართველოში თითქმის ყველა უფროსი ასაკის ქალბატონს ეხერხება ქსოვა. ზოგი გაყიდვასაც ცდილობს, მაგრამ არც თუ ისე შედეგიანად. შეგიძლიათ ამ ადამიანებს ერთგვარი დახმარება გაუწიოთ. თავდაპირველად გარკვეული რაოდენობოს ქალბატონს შეუთანხმდებით და მათ თითოეულ  პროდუქტში განსაზღვრულ თანხას გადაუხდით. რა სახის პროდუქცია უნდა დამზადდეს, ეს თქვენ უნდა გადაწყვითოთ და არა მათ. ამ პროდუქტებს საერთო სახელის ქვეშ გააერთიანებთ. შეფუთეთ მარტივად, ეცადეთ ცოტა ორიგინალურადაც.

გაყიდეთ ონლაინ, გააკეთეთ საიტი, საიდანაც მომხმარებელს შეეძლება სასურველი პროდუქტის შეკვეთა, ასევე შეუთანხმდით მცირე ზომის მაღაზიებს და განათავსეთ იქ თქვენი პროდუქცია.