თუ მოაწყობთ ფურგონს ან მიკროავტობუსს ხილ-ბოსტნეულის მაღაზიად და ივლით ეზოებში, შესთავაზებთ წინასწარ შეკვეთის სერვისსაც, მიხვალთ დაგეგმილი გრაფიკით ეზოებში – ამ კომპლექსით თქვენ შეძლებთ თავი შეაყვაროთ მომხმარებელს და გახადოთ თქვენი ბიზნესი წარმატებული.
მომხმარებელს სიამოვნებს, როდესაც ყოველდღიური მოხმარების საგნების, ბოსტნეულისა და მსგავსი პროდუქციის შეძენაზე ნაკლებ დროს ხარჯავს და ამას ყველაფერს მარტივად აკეთებს. სწორედ ამით არის უბნის ხილ-ბოსტნეულის მაღაზიების პოპულარულობა გამოწვეული.
თუმცა, ყველა უბანში არ არის ხილ-ბოსტნეულის მაღაზია. თქვენ თუ გეცოდინებათ რომელ უბანში არ არის ასეთი მაღაზია და გააკეთებთ ეზოებში მისვლის გრაფიკს და მუდმივად დათქმულ დროს მიხვალთ მომხმარებლებთან, საბოლოოდ, მომხმარებელი შეგეჩვევათ. შეიძლება პატარა ფურცლებიც დაარიგოთ იმავე ეზოში, სადაც ეწერება მოსვლის დრო.
დაარქვით სახელი თქვენს მიკროავტობუსს მომხმარებლებისთვის ადვილად აღსაქმელად.
აიღეთ წინასწარი შეკვეთები მომხმარებლებისგან, ჩაიწერეთ შეკვეთები ეზოების, მომხმარებლების მიხედვით და ზედმიწევნით შეასრულეთ დაკვეთები.
უნდა გქონდეთ მუდმივად აქციები, აჩუქეთ მომხმარებელს თუნდაც ერთი ვაშლი, მაქსიმალურად დაამახსოვრეთ მათ თავი;
ამ ბიზნესის წარმატების მთავარი ფაქტორი უნდა გახდეს მომხმარებლებთან სიახლოვე.