(პირველი ნაწილი)
სტარტაპები სავსეა მოლოდინებით, თუმცა მასთან ერთად ვხვდებით რისკებსა და გაურკვევლობებს. არსებობს უამრავი გენიალური იდეა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ განხორციელდა და პირიქით, არსებობს უამრავი იდეა, რომლის პოტენციალიც საწყის ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ დიდი წარმატება ხვდა წილად.
რომ დააკვირდეთ წარმატებებისა და წარუმატებლობების სიას, გაგიჭირდებათ ერთი კონკრეტული მიზეზის პოვნა, თუ რატომ არის ზოგიერთი სტარტაპი სხვებზე წარმატებული. თუმცა, შესაძლებელია ისინი 10 ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორამდე შევამციროთ:
- იდეა
ბიზნეს იდეის სიძლიერე შეიძლება ყველაზე დიდი განმაპირობებელი ფაქტორი აღმოჩნდეს ბიზნესის წარმატებისთვის, თუმცა ის ერთი პატარა ელემენტია მთელი რიგი მოვლენებისა. მაგალითად Google, რომლის მთავარი იდეა თავდაპირველად ინტერაქტიული საძიებო გვერდის შექმნა იყო, უკვე ათეულობით კონკურენტის გავლენას განიცდის. მაგრამ, Google-ის დამფუძნებლის გეგმამ, შესრულების ხარისხმა და დროის განაწილებამ კომპანიას არ მისცა საშუალება დაეკარგა წარმატების შანსები.
- ლიდერ(ებ)ი
ლიდერის როლი სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, აყალიბებენ ახალ ხედვას და შთააგონებენ ადამიანებს უკეთესად იმუშაონ საერთო წარმატებისთვის. არაკომპეტენტური ლიდერის გამო არა მხოლოდ გადაწყვეტილებები ხდება ნაკლებად ეფექტური, ამ ყველაფერმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მთელი ჯგუფის მოტივაციაზე. გარდა ამისა, გამოცდილ ლიდერს შეუძლია სუსტი იდეაც კი წარმატებულ იდეად აქციოს.
- გუნდი
მეწარმეები მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, თუმცა დამოუკიდებლად საქმის ხარისხიანად შესრულება იშვიათად გამოსდით. წარმატებული ბიზნესები ასეულობით ადამიანს ასაქმებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ეს ადამიანები მხარს უჭერენ ბიზნესს, შემოაქვთ ინოვაციები და წარმატებით ასრულებენ საერთო მიზნებს. თუ დაიქირავეთ სამუშაოსთვის შესაფერის კადრებს, პრობლემა აღარასოდეს გექნებათ, თუმცა შეუფერებელი კადრების დაქირავების შემთხვევაში საუკეთესო გეგმებიც ჩაგეყრებათ წყალში.
- კაპიტალი
სამუშაო კაპიტალი არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია ადრეულ პერიოდში თქვენი ბიზნესის დაფინანსება. ნუ შეშინდებით, თუ თავდაპირველად ვერ იპოვით ინვესტორს – პერსონალური და ოჯახური ინვესტიციებითაც შესაძლებელია ბიზნესის დაფინანსება. ხელიდან არ გაუშვათ ბანკიდან სესხის აღების შანსი. კრედიტის აღებიდან, ადევნეთ თვალი თქვენი ფულადი ნაკადის მოძრაობას: ერთმა არასწორმა მოძრაობამ შეიძლება საკმაოდ ბევრი ფული დაგაკარგვინოთ.
ანა დურგლიშვილი