3 ნაბიჯი ბიზნეს მოდელის შესაქმნელად

05/08/2015

Building in hand businessmenრა არის ბიზნეს მოდელი? ეს არის სამოქმედო გეგმის დასახვა, განსაზღვრა თუ რა გზით უნდა იარო და რა შესთავაზო მომხმარებელს. რა ლოკაცია აირჩიო ბიზნესისათვის, როგორ განავითარო იგი, რა საშუალებითა თუ ხერხებით მიაღწიო წარმატებას. ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება რთული პროცესია.
არსებობს რამდენიმე საფეხური, ქმედება, რომელიც დაგეხმარებათ ძლიერი ბიზნეს მოდელის შექმნაში:

START-ი – გამოკვეთეთ ძირითადი ასპექტები. სანამ თქვენი ბიზნესი „ძალებს მოიკრებს“ აუცილებელია დაგეგმოთ, თუ როგორ იმუშავებს თქვენი მოდელი.
ჩამოაყალიბეთ თქვენეული ხედვა, და ამ კუთხით დაგეგმეთ გარკვეული მარკეტინგული აქტივობები. მიაწვდინეთ თქვენი ხმა მომხმარებელს.
შექმენით თქვენი ფასეულობათა ჯაჭვი, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი უსიამოვნებები თუ შეფერხებები და ორგანიზებულად გაიტანოთ ბაზარზე თქვენი პროდუქტი.

სამიზნე აუდიტორია – აუცილებელია სწორად განსაზღვროთ აუდიტორია, მისი მასშტაბები. ფართო სამიზნე აუდიტორია საწყისი ეტაპისათვის წარმატებას ვერ მოგიტანთ. შეარჩიეთ კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც შესთავაზებთ თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებას.
იმუშავეთ დემოგრაფიულ სქემაზე, განსაზღვრეთ გამოწვევები, რომელთა წინაშეც თქვენი კომპანია დადგება. იფიქრეთ სამომავლო ნაბიჯებსა თუ გადაწყვეტილებებზე, რომელიც გავლენას იქონიებს თქვენს გეგმაზე.

პოზიციების გამყარება – საწყისი ეტაპიდანვე უნდა გააგზავნოთ ზუსტი, კონკრეტული “მესიჯები”, თუ რა უპირატესობას ფლობს თქვენი პროდუქტი კონკურენტებთან შედარებით.
როგორ დაიმკვიდრებთ თავს ადგილობრივ ბაზარზე? რა საშუალებით გაუმკლავდებით თქვენს კონკურენტებს? გაუწევს თქვენი პროდუქტი ღირსეულ კონკურენციას სხვა კომპანიებს? შესთავაზებთ მომხმარებელს ინოვაციურ მომსახურებასა თუ რევოლუციურ პროდუქტს, თუ კარგად ნაცნობ, პოპულარულ სფეროში შეხვალთ ახალი ხედვით?

წყარო: http://www.entrepreneur.com/

თეონა თავდიშვილი

 



Related Posts