StartUp.Ge

შეიტანეთ ინტერნეტი თქვენს სოფელში
დღეს ინტენრეტ კომპანიები არ უთმობენ საკმარის დროს რაიონულ დასახლებებში და სოფლებში ინტერნეტის შეყვანას. ვფიქრობთ, ეს ბაზარი ძალიან სწრაფად შეიძლება განვითარდეს და ძირითადად ადგილობრივი ინტერნეტ დილერების ხარჯზე. თუ თქვენ სოფელში ცხოვრობთ, ოდნავ მაინც ერკვევით ინტერნეტის  ბიზნესში და საკუთარი საქმის წამოწყებაზეც არ იტყოდით უარს, ამ მიმართულებითაც შეგიძლიათ მოსინჯოთ ძალები. გაარკვიეთ, რამდენი ოჯახი შეიძლება გახდეს თქვენი მომხმარებელი, რა ტექნიკური საშუალებებით შეგიძლიათ და გიღირთ ინტერნეტის მიტანა აბონენტებამდე, რამდენი ფული დაჭირდება ამისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის აწყობას. დაუკავშირდით სილქნეტს და კავკასუს ონლაინს და გაარკვიეთ, რა პირობებით მოგცემენ ინტერნეტს.

ამის შემდეგ მოამზადეთ კარგი პროექტი სადაც ნათლად იქნება ჩამოყალიბეული:

ა) რა ტერიტორიის მოცვას აპირებთ;

ბ) რა გჭირდებათ ამ ტერიტორიაზე ინტერენტის შესაყვანად.

გ) რამდენი აბონენტი გეყოლებათ, რა ვადებში და რამდენი იქნება ყოველთვიური შემოსავლები.

ამ გეგმით მიაკითხეთ იუ-ჯი-თი ს ვენჩერულ ფონდს www.itventure.ge და შეეცადეთ მათი დარწმუნება, რომ გაქვთ ამ ბიზნესის წარმოწყების და განვითარებისათვის საჭირო ცოდნა, უნარები და გამოცდილება.

მათი დაინტერესების შემთხვევაში ძალიან ადვილად შეძლებთ ეს იდეა რეალობად აქციოთ.

წარმატებებს გისურვებთ

ხო მართლა, კონკურენციის ნუ შეგეშინდებათ. თუ თქვენს კლიენტებამდე ოპტიკურ სადენის მიყვანას მოასწრებთ ინტერნეტის გადაცემის საჰაერო საშუალებები თქვენთვის მნიშვნელოვანი კონკურენტი ვერ გახდება.

გააკეთეთ სკოლა პანსიონი ქალაქგარეთ
სკოლა-ინტერნატებთან დაკავშირებით ჩვენს უმრავლესობას ცუდი ასოციაციები უჩნდება. თუმცა ბევრ ქვეყანაში ქალაქგარეთ სკოლა პანსიონების მოწყობა ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა. როგორც წესი იქ სწავლა უფრო ძვირი ღირს, თუმცა უკეთესად აღზრდის საშუალებაც ბევრად მეტია განსაკუთრებით ისეთი ბავშვებისათვის ვისაც მშობლები დაკავებულობის გამო საკმარის დროს ვერ უთმობენ.

არადა რომ არსებობდეს სადმე თბილისიდან ერთი საათის სავალზე, სუფთა, ჯანსაღ გარემოში სათანადო მატერიალურ ტექნიკური ბაზით აღჭურვილი სკოლა პანსიონი შესაძლოა ბევრი მშობლისთვის და ბავშვისთვის ყოფილიყო ეს კარგი გამოსავალი. მშობლები ბავშვებს მთელი კვირით დატოვებდნენ იქ და შაბათ კვირას წამოიყვანდნენ მაშინ როდესაც მათთან გასატარებლად თვითონაც მეტი დრო ექნებოდათ.

ასეთ პანსიონში ბავშვების მიყვანა განსაკუთრებით ისეთი ოჯახებისთვის იქნებოდა საინტერესო, ვისაც აქვს საშუალება რომ გადაიხადოს ფული, მაგრამ უჭირს საკმარისი ყურადღება მიაქციოს ბავშვს.

თუ მშობლები დარწმუნებულები იქნებიან რომ:

ა) მათი შვილები აქ მაღალი ხარისხის განათლებას მიიღებენ;

ბ) მათში სათანადო ღირებულებების, ხასიათის ჩამოყალიბებაზე პროფესიონალები იზრუნებენ;

გ) მათ ეყოლებათ მეგობრების, კლასელების საუკეთესო წრე საიდანაც არც ერთი არც ნარკომანი იქნება და არც კრიმინალი.

დ) თუ ბავები იქ ჯანსაღ გარემოში იქნებიან, ივარჯიშებენ და სუფთა ჰაერზე ბევრ დროს გაატარებენ და ასევე ჯანსაღი საკვები იკვებებიან.

ასეთ შემთხვევაში თქვენს პანსიონს მოსწავლეები არ მოაკდება, ისინი ბევრ საფრთხესაც აირიდებენ თავიდან და ცხოვრების მანძილზე თქვენი მადლიერებიც იქნებიან.

ასეთი სკოლა პანსიონის გაკეთებისას რამდენიმე საკითხია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. კერძოდ:

1. შინაგანაწესი და 24 საათის სწორად დაგეგმვა ბავშვების ინტერესების და შესაძლებლობების შესაბამისად. მათთან სამუშაოდ სკოლის აღმზრდელებს ბევრი დრო ექნებათ, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ამ დროის სწორად დაგეგმვა და გამოყენება იქნება საჭირო. სწორი განრიგი და მისი დაცვის დისციპლინა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მშობლების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებისას.

2. მასწავლებლების შერჩევისას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მათ მიდგომას ბავშვებთან. რაც უფრო მეტ დროს ატარებენ მასწავლებლები მოზარდებთან მით უფრო მაღალი პროფესიონალური დონე და ბავშვებთან სწორი დამოკიდებულება იქნება საჭირო. სამართლიანი, მომთმენი და ამევე დროს პრინციპული მიდგომა. რომელიც გამსწვალულია ბავშვებზე ზრუნვის მაღალი ხარისხით, მათ მომავალზე პასუხისმგებლობის გრძნობით და საკუთარი საქმის დიდი სიყვარულით. ასეთი ადამიანების პოვნა ადვილი არ არის. თუმცა მათ გარეშე პანსიონს წარმატების შანსი ფაქტიურად არ ექნება.

3. მნიშვნელოვანია ბავშვების შერჩევა სწორად, ყველას ალბათ არ უნდა იღებდნენ ასეთ სკოლაში. ალბათ მინიმუმ მეშვიდე კლასიდან უნდა იყოს მიღება, მხოლოდ საუკეთესო ფსიქოლოგების მეშვეობით უნდა ხდებოდეს მათთან გასაუბრება და გადარჩევა. ეს საჭიროა სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესის პროდუქტიულად წარმართვისათვის.

4. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სიგარეტის, მით უმეტეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას. საჭიროა, რომ ბავშვებს არა მარტი უკრძალავდნენ მათ მოხმარებას და მკაცრად აკონტროლებდნენ, არამედ სათანადო აღმზრდელობით სამუშაოსაც უნდა აწარმოებდნენ და ყველა მეორედ შემჩნეულს ულაპარაკოდ უნდა უშვებდნენ სკოლიდან დანარჩენების უკეთესად აღსარდელად. ეს მშობლებში ამ სკოლის მიმართ ნდობასაც და ინტერესსაც მნიშვნელოვნად გაზრდის.

5. სპორტულ და მხატვრულ წრებში ბავშვების დაკავებას დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს. მათთვის სავალდებულო უნდა იყოს როგორც ერთი ისე მეორე რათა მათში უფრო ძლიერი და დადებითი პიროვნული თვისებები ჩამოყალიბდეს.

6. ასეთი სკოლა პანსიონი პერიოდულად უნდა იწვევდეს გამოჩენილ ადამიანებს, ცნობილ ლიდერებს და აძლევდეს ბავშვებს საშუალებას მოისმინონ მათი ისტორია, დაუსვან შეკითხვები, მიიღონ რჩევები პრეფესიულ ორიენტაციასთან დაკავშირებით.

7. პანსიონში განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს ზუსტი და საბუნებისმეტყველი საგნების სწავლებას, უცხო ენას, ქართუ ლიტერატურას და ისტორიას. მათი ცოდნა ბავშვებს როგორც აზროვნების უნარს განუვითარებს ისე ფასეულობების სწორად ჩამოყალიბებაშიც დაეხამრება

8. განსაკუთრებით უნდა იყოს დაგეგმილი და გამოყენებული ექსკურსიების, სკოლიდან ერთობლივი გასვლის ღონისძიებები. თითოუელი ასეთი გასვლა ერთის მხრივ ჩაკეტილობის შეგრძნებას უნდა უხსნიდეს ბავშვებს, მეორეს მხრივ ძალიან შემეცნებითი, საინტერესო და აღმზრდელობითი უნდა იყოს მათთვის.

9. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მშობლებთან მუშაობას, მათთვის უნდა ეწყობოდეს დასათვალიერებელი ტურები სკოლის ტერიტორიაზე. უნდა იყოს მორიგეობით რამოდენიმე დღით სკოლაში დარჩენის შესაძლებლობა მსურველებისთვის. ბავშვებთან ურთირთობის ყველა საინტერესო და სასიამოვნო საშუალება, ეს მათთვის სკოლას კიდევ უფრო ღირებულს და სასურველს გახდის.

იდეის განხორციელება რა თქმა უნდა ადვილი არ არის, თუმცა იმედი გვაქვს ვიგაცა, ვისაც ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვს გადაწყვეტს ასეთი სკოლის გაკეთებას.

წარმატებებს გისურვებთ

მოაწყვეთ კარგი საბანაო ადგილები მდინარეებზე დიდ ქალაქებთან და დასახლებულ პუნქტებთან
ზაფხული მოდის და სულ უფრო მეტი ადამიანი წავა სოფლებში დასასვენებლად, ქალაქში დარჩენილებს კი ხშირად ექნებათ საზრუნავი თუ სად დააღწიონ სიცხეს თავი თუნდაც რამოდენიმე საათით. ასეთ პირობებში ყველა ვინც ქალაქებთან ან დიდ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს (განსაკუთრებით იქ სადაც ბევრი დამსვენებელი იყრის თავს) მდინარეზე კარგ საბანაო ადგილს მოწყობს სეზონური მაგრამ სასიამოვნო და მომგებიანი ბიზნესი გამოუვა.

ასეთი “საბანაოების” მოწყობა კი წესით ძალიან რთული არ უნდა იყოს. იპოვეთ მდინარეზე ისეთი შედარებით მდორე ადგილი სადაც პატარა პლაჟიც გაკეთდება და მდინარესაც შეუძლება სიღრმე მიეცეს. მიიყვანეთ ბულდოზერი და წყალი დააგუბებინეთ (ამის გამეორება სეზონზე ალბათ რამოდენიმეჯერ მოგიწევთ). მოყარეთ ხრეში მდინარის ნაპირზე, მოასწორეთ და კარგად დაასუფთავეთ. დარწმუნებული ბრძანდებიდეთ, რომ სულ მალე ეს ადგილი ხალხით გაივსება. რაც უფრო სასიამოვნო პირობები იქნება შექმნილი მით მეტი ხალხი მოვა, მათ რაოდენობაზე კი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რა შემოსავლების მიღებას შეძლებთ ამ წამოწყებიდან.

კარგი იქნება თუ რამოდენიმე საკითხს გაითვალისწინებთ:

1. აუცილებლად მოელაპარაკეთ, საქმის კურსში ჩააყენეთ და აუცილებელი იურიდიული საკითხები მოაგვარეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. სხვა შემთხვევაში შეიძლება თქვენს მოქმედებებს რამე გართულებები მოყვეს

2. ნუ შეეცდებით შემოღობოთ ადგილი და შემოსავლები ხალხის შეშვებით მიიღოთ. აუცილებლად გიჩივლებენ და მაგრადაც გაწვალდებით.

3. ნუ აიღებთ აქცენტს შეზლონგების გაქირავებაზე, უმეტეს ადგილებში ის არ გაქირავდება და შესაძლოა ტყუილი ინვესტიცია გამოგივიდეთ.

4. შემოსავლების ძირითადი წყარო იქნება: ცივი სასმელები, ნაყინი, ცივი ხილი, განსაკუთრებით საზამთრო, სიმინიდი, მზესუმზირა, ბატიბუტი, ჩიპსები, მოხალული თხილი და მსგავსი “სასუსნავები”. მათი გაყიდვით სტუმრებსაც ასიამოვნებთ და თქვენც კარგ სარგებელს მიიღებთ.

5. იქვე ახლოს შეგიძიათ მოაწყოთ საპიკნიკე ადგილი, დაამონტაჟოთ რკინის მაგიდები და სკამები, წყაროც თუ იქნება ეს მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის. მოაწყოთ ცეცხლის დასანთები და მწვადის შეწვის ადგილი. ამის შემდეგ შეშაც კარგი გასაყიდი საქონელი გახდება. თვითონ ამ მაგიდების გაქირავებიდანაც კარგი შემოსავლების მიღება შეგიძლიათ.

6. ცოტა ძვირი კი დაგიჯდებათ მაგრამ ცალკეულ ადგილებში შესაძლოა ღირდეს ბავშვების გასართობი ადგილის მოწყობა, სასრიალოების, ქვიშის მოედნების სახით თავისი ინვენტარით (ამაში შეგიძლიათ შესვლის საფასურიც მოითხოვოთ). დიდი ალბათობით ბავშვებს მანდ გასართობად ხშირად მოიყვანენ.

7.   ყოველ საღამოს რამდენად კარგად დაასუფთავებთ იმ ტერიტორიას მით უფრო მეტ ადიამიანს ექნება თქვენთან სტუმრობის სურვილი.

მიანოჭეთ სიამოვნება ადამიანებს, დაეხმრეთ მათ გაექცნენ ზაფხულის შემაწუხებელ სიცხეს და თქვენც საკმარის ჯილდოს მიიღებთ მონდომებისა და დახარჯული ძალისხმევისათვის.

წარმატებებს გისურვებთ

ააწყვეთ მოძრავი კინოთეატრი
თუ ფილმები გიყვართ და მოგზაურობაც არ გეზარებათ შეგიძლიათ საინტერესო ბიზნესი წამოიწყოთ, მოძრავი კინოთეატრი ან ასეთების მთელი ქსელი, რომელიც რაიონებში და სოფლებში ივლის და იქ როგორც ადგილობრივ ისე საზაფხულოდ დასასვენებლად ჩასულ ადამიანებს ცხოვრებას გაუმრავალფეროვნებს და გაუხალისებს.

ალბათ ბევრს გახსოვთ სოფლებში დასასვენებლად ჩასული ახალგაზრდებისათვის და ბავშვებისათვის რამხელა სიხარული იყო როდესაც რამე ფილმს აჩვენებდნენ სოფლის “კულტურის სახლში”. სტანდარტული დღე - მდინარე, ფეხბურთი, თანატოლებთან საუბარი იმ დღეს ცოტა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდებოდა. ფილმების სიმცირე არც სატელევიზიო არხებზეა, მაგრამ ერთობლივ ყურებას და თან გრილ საღამოს თავისი ბევრი უპირატესობა აქვს.

კარგი იქნება თუ საცდელად ერთ ასეთ მოძრავ კინოთეატრს გააკეთებთ და ახლო-მახლო სოფლებში გასვლას შეეცდებით. სასურველია რამოდენიმე მნიშნელოვანი საკითხი გაითვალისწინოთ:

ა) კარგი ეკრანი, ხმის სისტემა, მაღალი ხარისხის პროექტორი, დასაკეცი სკამები და გასაშლელი დიდი კარავი დაგჭირდებათ. სანამ საქმეს კარგად აუღებთ ალღოს მათი ქირაობაც შეიძლება.

ბ) ადგილის შერჩევა სადაც უნდა გამართოთ თქვენი გადასატანი კინოთეატრი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებისთვის. სასურველია ისეთი ადგილები ნახოთ სადაც რამოდენიმე დიდი სოფელი ან დასახლებული პუნქტი ემიჯნება ერთმანეთს.

გ) სავარაუდოდ მიზანშეწონილი იქნება ერთ ადგილას რამოდენიმე დღე დარჩეთ, ალბათ მაქსიმუმ 5-6 დღე. ამიტომ სასურველია თქვენი აფიშა ერთი კვირით ან რამოდენიმე დღით ადრე გააკრათ ყველა იმ სოფლელში საიდანაც სავარაუდო ბაზირების ადგილას ჩამოსვლა შესაძლებელი იქნება, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს მათი ნახვა.

დ) ფილმების სწორი შერჩევა ამ წამოწყების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. თქვენ მოგიწევთ გამოიცნოთ იმ ადგილის და მაყურებლის მიხედვით რა ტიპის ფილმებზე შეიძლება იყოს უფრო დიდი მოთხოვნა და ამავე დროს მათი რა თანმიმდევრობით ჩვენება იქნება ყველაზე მეტად მომგებიანი თქვენთვის.

ე) სასურველია მოსინჯოთ ძველი ქართული და უცხოური ფილმები, ვინაიდან მათ ტელეარხებით იშვიათად აჩვენებენ. არადა ბევრს ახსოვს და ენატრებათ მათი ნახვა. ამდენად მინიმუმ ამ ფილმებით დაწყება შესაძლოა ყველაზე ეფექტური აღმოჩნდეს.

ვ) თქვენი შემოსავლების დიდი ნაწილი ფილმის სანახავად მოსულ ადამიანებზე განხორციელებული სხვა გაყიდვებიდან იქნება, გაზიანი, გამაგრილებელი სასმელები, ბატიბუტი, ჩიპსები, მზესუმზირა დიდი რაოდენობით გაგეყიდებათ. შესაბამისად თქვენს კონსტრუქციაშიც და ბიზნეს მოდელშიც ამ პროდუქციის გაყიდვას სათანადო ადგილი უნდა ეკაოს.

ზ) ფილმის ჩვენების შემდეგ თქვენი დარბაზი შეგიძლიათ დისკოთეკადაც ამუშაოდ, რაზეც არანაკლები მოთხოვნა იქნება.

თ) სიანსების გაკეთება დღის საათებშიც შეგიძიათ სადაც საბავშვო ანიმაციურ და სრულმეტრაჟიან მხატრულ ფილმებს აჩვენებთ. მაყურებელი არც მათზე მოგაკლდებათ.

ი) სასურველია ძალიან დიდხანსაც არ დარჩეთ ერთ ადგილას. ეს დაგეხამრებათ მოთხოვნა უფრო სწრაფად გაზარდოთ და ახალ ახალი მოძრავი კინოათეატრების შექმნაზე უფრო მალე მიიღებთ გადაწყვეტილებას.

შეარჩიეთ პირველი ადგილი, მოელაპარაკეთ საჭირო ხალხს, იქირავეთ აპარატაურა და ინვენტარი, აარჩიეთ რას შესთავაზებთ მაყურებელს, დაბეჭდეთ აფიშები და დაიწყეთ საქმე, თუ დეტალებზე ყურადღებას არ დაიშურებთ შესაძლოა ცოტა სეზონური, მაგრამ სწრაფად მზარდი და საინტერესო ბიზნესი გამოგივათ.

გააკეთეთ სასკოლო ბუფეტების ქსელი
თუ ვინმე გადაწყვეტს და სასკოლო ბუფეტების ქსელის კეთებას წამოიწყებს წარმატების შემთხვევაში ძალიან დიდი და საინტერესო ბიზნესი შეიძლება გამოუვიდეს. წარმოიდგინეთ მარტო თბილისში 200 მეტი სკოლაა, თუ თქვენი შეთავაზება საინტერესო აღმოჩნდება დასაწყისში თუნცაც 3-4 სკოლისთვის და აღებული ვალდებულებების შესრულებასაც კარგი ხარისხით შეძლებთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ სულ 2-3 წელიწადში შესაძლოა 50 და მეტი ასეთი ბუფეტი გქონდეთ.

წარმატების ფორუმული კი წესით საკმაოდ მარტივი უნდა იყოს ამ ქსელისათვის. მინიმალური მენიუ, მუდმივად ახალი, საიმედო და გემრიელი საჭმელი და მინიმალური ფასები. თუ თქვენ შეძლებთ შექმნათ ორგანიზაცია, რომელიც ამ სამივე პირობის დაცვას შეძლებს ერთდროულად ბევრ ობიექტზე სულ მალე სასკოლო ბუფეტების დიდი ქსელი გექნებათ.

თუ ამ საქმეს წამოიწყებთ კარგი იქნება თუ რამოდენიმე, ჩვენი აზრით მნიშვნელოვან საკითხს გაითვალისწინებთ. კერძოდ:

1. მენიუ უნდა იყოს მინიმალური, მასში უნდა შედიოდეს მხოლოდ მშრალი საჭმელი (ყველას გახსოვთ ძველად სკოლების ბუფეტების სტანდარტული მენიუ: ჩაი, ენა, “კორჟიკი” ხაჭაპური, კატლეტი და პური). რაც უფრო მცირე იქნება მენიუ მით უფრი ადვილი იქნება როგორც ხარისხის კონტროლი, ისე კარგი გემოს მიღება, დაბალ ფასში გაყიდვის შესაძლებლობა.

2. ბუფეტი არ არის მაღაზია, რომელშიც უნდა შეიტანოთ ყველაფერი რაც ჩვეულებრივ მაღაზიებში იყიდება. უფრო მეტიც იქ არაფერი ამის მსგავსი არ უნდა იყოს. შოკოლადები, ჩიპსები, ლიმონათებიც კი სასურველია ასეთ ბუფეტებში არ იყიდებოდეს. ვინაიდან მშობლები დარწმუნებულები უნდა იყონ იმაში, რომ ბავშვებისთვის საჭმელად მიცემული ფული მართლა ჭამაში დაიხარჯება და არა სხვადასხვა კარგად გარეკლამებული საწამლავის მიღებაში.

3. იფიქრეთ უფრო ეფექტურ გადახდის სისტემებზე. შესაძლოა ყოველთვიური გადასახადის შეთავაზება უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდეს ბევრი მშობლისთვის. თქვენ კი უფრო კარგად დაგეგმვაში დაგეხმარებათ რაც ფასებზეც უნდა აისახოს სავარაუდოდ. ბარათებით გადახდის სქემა, ან ტალონებით შესაძლოა ასევე საინტერესო აღმოჩნდეს სკოლისთვისაც და მშობლებისთვისაც.

4. თქვენ მოგიწევთ ქალაქის მაშტაბით ერთი ან რამოდენიმე სამზარეულოს გაკეთება და რამოდენიმე სპეციალური ავტომობილის შეძენა/მოწყობა ამ მიზნისათვის. ყოველ სასწავლო დილას თქვენი სამზარეულოები უნდა ამზადებდნენ ერთი და იმავე საჭმელს და ერთი და იმავე დროს მანქანებით აგზავნიდნენ სკოლებში. ეს უნდა იყოს საათივით აწყობილი სისტემა, რომელმაც ერთ დღითაც კი არ უნდა შეაფერხოს ბაშვების კვება.

5. ცალკე საკითხია ბუფეტების მოწყობა, თქვენ ამ მიზნით ადგილს გამოგიყოფენ, მაგრამ იქ საჭირო იქნება რეკონსტრუქცია და რემონტის გაკეთება, ავეჯის და დახლ მაცივრების განახლება. შესაბამისად ესეც თვენს შეთავაზებაში უნდა გაითვალისწინოთ.

6. მებუფეტე ქალი, ერთ ერთი ყველაზე დიდი ფაქტორია თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის. რამდენად სწორად იქნება ის შერჩეული, რამდენად შეძლებს ბავშვებთან საერთო ენის გამონახვას. რამდენად ადვილად გაითავისებს რამხელა როლი აქვს მას ამ ბავშვების კარგად გამოკვებაში ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. შესაბამისად განსაკუთრებულად დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ მათ სწორედ შერჩევას, ტრენინგს და მიტივირებას.

7. ხარისხის კონტროლის სისტემა იქნება ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი თქვენი ახლად წამოწყებული ბიზნესის განვითარებისათვის ასევე. ის რომ ძველი პროდუქტი არ გაიყიდოს, სხვა რამე არ გაიყიდოს, ძვირად არ გაიყიდოს და რაც მთავარია მომსახურების, ბავშვებთან ურთიერთობის ხარიხისხი იყოს მაქსიმალურად დამაკმაყოფილებელი ამას ყოველდღიური შერჩევითი კონტროლი, მშობლების, ბაშვების, მასწავლებლების და სკოლოს ადმინისტრაციის მუდმივი პერიოდული გამოკითვა უზრუნველყობს.

8. არ დაგავიწყდედ შეღავათები მასწავლებლებისათვის, ეს შესაძლოა ერთ ერთი საკითხი აღმოჩნდეს, რის გამოც თქვენი წინადადება სკოლისთვის მისაღები აღმოჩნდება. მასწავლებლებისთვის ნახევარ ფასში ჭამის შესაძლებლობის მიცემა ლოგიკური და ღირებული დათმობა იქნება  თქვენი წარმატებისთვის.

9. ფუთებით გატანის და ეზოში ჭამის შესაძლებლობა ბავშვებისთვის ასევე კარგი კომპონენტი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენს შეთავაზებაში. ანუ თუ თქვენ გამზადებულ საკვებთან ერთად კარგად გაფორმებულ ყუთებსაც მიიტანთ სკოლებში, და შესვენებებისთვის ამ ყუთებში გაამზადებთ თბილ თბილ საჭმელს და სასმელსაც, ასევე დადგავთ სპეციალურ ურნებს ამ ყუთების ჭამის შემდეგ ჩასაყრელად, როგოც ეზოში ისე სკოლის დერეფნებში და ამ ნაგვის ურნების დაცლის ვალდებულებასაც თქვენ თვითონ აიღებთ ეს თქვენც გაგიადვილებთ უფრო მეტი ბავშვის მომსახურებას  სკოლისთვისაც უფრო კომფორტული და ღირებული პარტნიორი გახდებით.

დეტალები და იდეები კიდევ ბევრია იქნება საინტერესო, მთავარია გადაწყვიტოთ და დაიწყოთ და მერე ყველა საკითხის მოგვარების გზები ნაბიჯ-ნაბიჯადაც გამოჩნდება.

გისურვებთ წარმატებებს  :)

გაიტანეთ სამშენებლო ნაგავი
ზაფხული მოდის და რემონტების სეზონი ნელ-ნელა ხურდება. სულ უფრო მეტი საცხოვრებელი სახლიდან ისმის ნგრევისა თუ შენების ხმა. სამშენებლო ნაგავი და მასთან დავავშირებული პრობლემებიც სულ უფრო მწვავდება. სამწუხაროდ თბილისში არ არსებობს ან ძნელი მისაგნებია ორგანიზაცია, რომელიც ამ ნაგავს სწრაფად და ორგანიზებულად მოაცილებს საცხოვრებელ ადგილებს, დაასუფთავებს მათი გროვის ადგილს და მეზობლების რისხვასაც ააცილებს რემონტების წამომწყებთ.

გააკეთეთ ფირმა, რომლის მთავარი დანიშნულება რემონტების მსვლელობისას ან მათი დასრულების შემდეგ დარჩენილი ნაგვისა და სხვა ნარჩენების სწრაფი გატანა იქნება. თუ თქვენ შეძლებთ ამ სერვისის შესახებ ინფორმაციის სწორად გავრცელებას და ასევე თვითონ მომსახურებასაც კარგად ააწყობთ სავარაუდოდ ყოველდღიურად ბევრი შეკვეთები გექნებათ.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამოდენიმე დეტალი:

1. აქტიურად შესთავაზეთ თქვენ თვითონ ყველას ვინც რემონტს იწყებს ნაგვის გატანის სერვისით სარგებლობლობა. მათი მოძებნა კი საკმაოდ ადვილად შეიძლება;

2. აიღეთ სატელეფონო ნომერი რომელიც რაც შეიძლება ადვილად დასამახსოვრებელი იქნება. ნუ დაინანებთ ამაში ფულს ვინაიდან მალე ეს ნომერი თქვენი ფირმის სავიზიტო ბარათი გახდება.

3. დაამზადეთ ტომრები სამშენებლო ნაგვის ჩასაყრელად, დააწერეთ მას თქვენი ნომერი, დაახატეთ თქვენი ფირმის ლოგო და ძალიან იაფად დაარიგეთ იქ სადაც ასეთი ტომრები იყიდება. თუ თქვენი ტომრები მოხვდება რემონტების ადგილას დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ თქვენ დაგირეკავენ ნაგვის გასატანად.

4. დაბეჭდეთ პატარა ქაღალდებზე თქვენი ნომერი და ლოგო, მოელაპარაკეთ საკაბელო ტელევიზიების, გაზისა თუ ელექტროენერგიის ინკასატორებს დაარიგონ ისინი ყველგან სადაც დაინახავენ რომ რემონტია. ან გააფრთხილეთ ისინი დაგირეკონ თუ სადმე დაგროვებულ ასეთ ნაგავს დაინახავენ.

5. დაიწყეთ აქცია, ყველას ვინც პირველი შეგატყობინებთ ისეთი ნაგვის გროვის შესახებ, რომლის მეპატრონეც დაგთანხდებათ ნაგვის გატანაზე, ჩაურიცხეთ ტელეფონზე 1 ლარი. ნელ-ნელა ეს მიდგომა თუ გახმაურდება თქვენ აგენტები მთელი ქალაქის მაშტაბით გეყოლებათ.

6. ყოველთვის დაასუფთავეთ კარგად ის ადგილი საიდანაც ნაგავი გაგაქვთ. რაც უფრო კარგად დაალაგებთ, მუთ უფრო დიდი შანსია, რომ იმავე კორპუსში სხვა ოჯახის მიერ რემონტის კეთებისას ისევ თქვენ დაგიძახებენ.

7. არასოდეს გამოიყენოთ სამგზავრო ლიფტი ნაგვის გასატანად. ეს თქვენ ბევრ პრობლემას და ლანძღვა-გინებას აგაცილებთ. შეიძინეთ აუცილებელი მოწყობილობები ნაგვის ეგრევე აივნიდან ჩამოტანად, ეს ყურადღებასაც მიიქცევს და კლიენტებისა თუ მათი მეზობლების კმაყოფილებასაც გაზრდის.

8. შესაძლოა მცირე რემონტების შემთხვევაში გაიტანოთ ნაგავით სწრაფ-სწრაფად, პატარა მანქანებით და შედარებით იაფად, ვიდრე ერთხელ, დიდი მანქანით და ბევრი მუშის დახმარებით. ასეთი მიდგომა სავარაუდოდ უფრო კომფორტულიც იქნება როგორც დამკვეთისთვის ისე მისი მეზობლებისთვია, და უფრო მომგებიანიც შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის.

9. გააკეთეთ კარგი სატელეფონო მომსახურება, რომელიც თვითონ დაუკავშირდება 2-3 დღეში ერთხელ რემონტების მკეთებლებს და ჰკითხავს ხომ არ აქვთ დაგროვილი ნაგავი გასატანად.

10. გატანაზე შეგიძლიათ ამუშაოთ ადამიანები რომლებსაც ყავთ ძველი მანქანები დიდი საბარგულებით. მიახმარეთ ერთი ადამიანი ასეთი მანქანის მძღოლს და კარგი წყვილი გამოვა, რომელიც დღეში რამოდენიმე ასეთი ობიექტის მომსახურებას მოასწრებს. მათი (როგორც ასეთი მანქნების მღოლების ისე მათი დამხმარეების) პოვნა ადვილად შეიძლება სიტყვა და საქმეში ან სხვა მსგავს გაზეთებში გაკეთებული განცხადებებით, ასევე ელიავაზე, მანქანების ბაზრობაზეც კი.

დროთა განმავლობაში, გამოცდილების და რეპუტაციის დაგროვებასთან ერთად შეგიძლიათ სხვა სპეციფიკური ნარჩენების გატანაზეც დაიწყოთ ფიქრი და მუშაობა. ასეთები კი საკმარისზე მეტია გაფუჭებული საკვებიდან დაწყებული, ქიმიურად დაბინძურებული მიწის ზედაპირების გატანით დამთავრებული.

ჩაიბარეთ ნახმარი ავეჯი, აღადგინეთ და გაყიდეთ
ძალიან ბევრ ოჯახს აქვს სურვილი შეცვალოს ავეჯი ახლით, თუმცა მათთვის არც თუ ისე უმნიშვნელო პრობლემაა რა უყონ არსებულს. თუ ვინმე დაიწყებს ოჯახებისგან ძველი ავეჯის ჩაბარებას, რესტავრაციას და გაყიდვას ვფიქრობთ ცუდი ბიზნესი არ უნდა გამოვიდეს. ახალი საქმის დასაწყებად უნდა მოელაპარაკოთ მცირე, ავეჯის დამამზადებელ საამქროებს, რა ფასში და როგორ დაგეხმარებიან ძველი ავეჯის აღდგენაში.

უნდა ნახოთ ახალგაზრდა დიზაინერები, რომლებიც დაგთანხმდებიან ავეჯის გადაკეთების ახალ გადაწყვეტილებებზე იმუშაონ და მოელაპარაკეთ მათაც გაყიდვების შედეგიდან ანაზღაურებაზე.

დაამზადეთ საინფორმაციო ფლაერები, სადაც რომლითაც შესთავაზებთ ოჯახებს ძველი ავეჯის ჩაბარებას იმ პირობით, რომ ავეჯი აღდგება, გაიყიდება, ავეჯის ძველი მეპატრონეები კი თანხას გაყიდვის შემდეგ მიიღებენ. წესით ამაზე ალბათ ბევრი არ გეტყვით უარს. თავიდან ამ პირობით აჯობებს საქმის დაწყება მოგვიანებით კი, თუ საქმე კარგად წავიდა ინფორმაციაც ბევრი გექნებათ და გამოცდილებაც დაგიგროვდებათ თუ რა ტიპის და კონდიციის ავეჯის რა ფასში ჩაბარება ჯობს.

რესტავრირებული ავეჯის გაყიდვის ყველაზე კარგი საშუალება კატალოგების წარმოებაა, როგორც ბეჭდვითი ისე ელეტქრონული. წესით თქვენი პროდუქციის თვითღირებულება ისეთი დაბალი უნდა იყოს რომ მათი გაყიდვა არ უნდა გაჭირდეს თუ ინფორმაციის სწორად გავრცელებას შეძლებთ.

გააკეთეთ ინტერნეტ საიტი სადაც აღდგენილი ავეჯის სურათებს და ფასებს განათავსებთ, თქვენი საიტის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად სოციალური ქსელები და ის ფორუმები შეგიძლიათ გამოიყენოთ სადაც დიასახლისები ხშირად სტუმრობენ. ასევე საიტის რეკლამირება პოპულარული ყვითელი ჟურნალებითაც ადვილად შეიძლება.

ყოველთვიურად დაბეჭდეთ ახალი კატალოგი გაყიდვაში არსებული ავეჯის შესახებ და ეს კატალოგები მცირე საუბნო მაღაზიების, ტანსაცმლის და ელექტროტექნიკის მაღაზიების მეშვეობით გაავრცელეთ.

მომავალში შესაძლებელია უცხოური ნახმარი ავეჯის ჩამოტანასა და რესტავრაციაზეც გადახვიდეთ, ისევე როგორც ანტიკვარული ნივთების რესტავრაცია გაყიდვებზე. ასევე ავეჯთან ერთად სხვადასხვა საოჯახო ინვენტარის შეგროვება და გაყიდვაც დაიწყოთ.

გააკეთეთ ოჯახური კაფე თქვენი უბნის მაცხოვრებლებისათვის
ძალიან ბევრი დასაქმებული ადამიანი დილას და საღამოს ამჯობინებს სახლში არ ჭამოს. ხშირ შემთხვევაში ისინი ან საჭმლის მომზადებას ვერ ასწრებენ, ან არავინ ყავთ ვინც ამაში დაეხმარება, ან უბრალოდ არ უყვართ ან შეუძიათ სადილების მომზადება. ცხოვრების დასავლური სტილის დამკვიდრებასთან ერთად ასეთი ოჯახების რიცხვი დღითი-დღე იზრდება. კარგი იქნება თუ ვინმე დაიწყებს სპეციალური კაფეების გაკეთბას, რომელთა დანიშნულება სწორედ ასეთი ოჯახების კვებაზე ზრუნვა იქნება.

ასეთი კაფეები დილას ძალიან ადრე უნდა იწყებდნენ მუშაობას, რასაც ჩვენთან თითქმის არავინ არ აკეთებს. ცხელი, რძით, ჩაით, ყავით, თბილი კრუასანებით თუ ბუტერბროდებით უნდა ხვდებოდეს დილას სამსახურში მიმავალ სტუმრებს. ატანდეს მათ კარგად დაფასოებულ სენდვიჩს ლანჩისთვის ან ისეთებს ვისაც აგვიანდება სპეციალურ ყუთში ლამაზად ჩალაგებულ საუზმის თან წაღების შესაძლებლობას უნდა აძლევდეს.

აქ ყველანაირი პირობები უნდა იყოს შექმნილი იმისათვის, რომ სტუმრებმა დილის ახალ ამბებს მოუსმინონ, ახალ გაზეთებს გადახედონ, მშვიდ გარემოში დღის საქმეები გაიაზრონ და კიდევ ერთი ნაყოფიერი დღისთვის მოემზადონ.

დღის განმავლობაში ასეთი კაფე წარმატებით შეიძლება მუშაობდეს ბავშვებისთვის კარგი სადილების მომზადებაზე, რომლის მირთმევაც ბავშვებს იქაც შეეძლებათ და სახლშიც იქნება მათი წაღება შესაძლებელი ან ადგილზე მიტანა თუ ამის სურვილს მუდმივი კლიენტები გამოთქვამენ.

დღის განმავლობაში ეს უნდა იყოს იდელაური ადგილი დიასახლისებისათვის. რათა მათ სკოლიდან და საბავშვო ბაღიდან წამოყვანილი ბავშვები მიიყვანონ, თვითონაც სიამოვნებით დაჯდნენ ცოტა ხნით.

საღამოს საათებში ისევ სამსახურიდან მომავალი ადამიანებისთვის უნდა შეიქმნას კარგი გარემო. მათ აქ უნდა შეძლონ ივახშმონ ან სახლში გააყოლონ მსუბუქი სალათები ან ნამცხვრები.

შაბათ კვირას ოჯახური სადილების მოსაწყობად უნდა შეიქმნას იდეალური გარემო. სადაც შუადღისას რაც შეიძლება ბევრი ახლო-მახლო მაცხოვრებელი ოჯახი მივა და ისადილებს.

განსხავებული უნდა იყოს ამ კაფის მენიუ. მასში არ უნდა იყოს ალკოლური სასმელები (ლუდის და გარდა). მძიმე საჭმელი (ხინკალი, ქაბაბი და ა.შ) არ უნდა მუშაობდეს გვაინობამდე.  მისი მენიუ მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული რეგულარულ, რაციონულ, დიეტურ კვებაზე. ცნობილი უნდა იყოს საკვების კალორიები და შემადგენლობა.

განსხვავებული უნდა იყოს ასეთი კაფის თანამშრომლების დამოკიდებულებაც კლიენტების მიმართ. ისინი მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ გრძელვადიანი, ახლო მეგობრული ურთიერთობა დაამყარონ კლიენტებთან. ვინაიდან შემთხვევითი შემომსვლელებისთვის არ იქნება ეს კაფე განკუთვნილი. სწორედ ისეთი პერსონალი უნდა შეირჩეს რომელსაც ამისათვის საჭირო უნარები ექნება და მათი მომსახურების მიდგომებიც ასეთ სტილზე უნდა აეწყოს.

გააკეთეთ სპეციალური სამზარეულო მათთვის ვინც სახლში ამჯობინებს დაბადების დღის გადახდას
თბილისში ყოველდღიურად 3000 ზე მეტ ადამიანს აქვს დაბადების დღე. აქედან მინიმუმ 10 % მას ოჯახში იხდის. თუ თქვენ გააკეთებთ სამზარეულოს, რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ ასეთი დაბადების დღისათვის სუფრის მომზადებაში და მომსახურებაში დიასახლისების დახმარებაზე, გააკეთებთ ამას კარგად და ინფორმაციასაც სწორად გაავრცელებთ სულ რამოდენიმე თვეში დღეში 20-30 მდე შეკვეთა მინიმუმ შეიძლება გქონდეთ. ამ საქმის წამოწყება არ უნდა იყოს რთული თუ სამზარეულოში ტრიალი არ გეზარებათ, დროც გაქვთ და სადილების კეთებაც კარგად გამოგდით. შემოიკირებეთ თქვენნაირი დიასახლისები თქვენივე სამეზობლოდან და ბიზნესი თვენსავე სამზარეულოდან დაიწყეთ.

დაიწყეთ მენიუდან. ორიგინალობა საჭირო არ არის. ტრადიციული ქათული სუფრებისათვის დამახასიათებელი და საჭირო ყველა კერძი ჩამოწერეთ. ძალიან დიდ მენიუსაც ნუ გააკეთებთ მხოლოდ ის რასაც თქქვენ ისურვებდით თქვენი შვილის ან მეუღლის დაბადების დღეზე სტუმრებისთვის მიგერთმიათ.

დაითვალეთ რა მოცულობის ინგრედიენტები შეიძლება დასჭირდეს სუფრას 5 -10 -15 ადამიანისათვის. დაამატეთ თუნდაც ერთი მაგდენი მომსახურებისათვის თქვენი ფასი მაინც საკმარისად დაბალი გამოვა იმისათვის რომ ბევრი დაინტერესდეს. მაგრამ მაგაზე ბევრად მეტსაც ნუ დაამატებთ.

მომსახურებაში შეიყვანეთ იქ ადგილზე ერთი ადამიანის დახმარება გაშლაში, სუფრაზე მიტანა -თეფშების გამოცვლაში, მოკლედ რომელიც იქ ძირითადად დიასახლისთან ერთდ იტრიალებს და რომელსაც დიასახლისი მეზობელს ან ოჯახის ახლობელს დაარქმევს სტუმრებთან წარდგენისას. იგივე ადამაინი ალაგებაში და ჭურჭლის დარეცხვაშიც დაეხამრება დიასხლისს, რაც მათთვის ასევე ძალიან ღირებული მომსახურება იქნება.

სადილებიდან ნაწილი იქვე ადგილზე იქნება გასაკეთებელი. ესეც მომსახურების ნაწილი უნდა იყოს. დაეხმარეთ დიასახლისს თვითონაც მიიღოს მათ მომზადებაში მონაწილეობა და მერე იამაყოს მიღებული შედეგებით. ეს მათ დამატებით კმაყოფილებას შესძენს.

ასეთი მომსახურების გაყიდვა კი სულაც არ არის რთული, პირველი შეთავაზება თქვენი და თქვენი ახალი პარტნიორების მეზობლებს, ახლობლებს, ოჯახის წევრების მეგობრებს და თანამშრომლებს გაუკეთეთ, უთხარით რა დაუჯდებათ (სტუმრების რაოდენობის მიხედვით), რა შედის თქვენს მომსახურებაში და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ პირველი შეკვეთებიც მალევე გამოჩნდება.

მთავარია ერთადერთი პრინციპი დაიცვათ. ყველაფერი გააკეთოთ ისე როგორც ამას თვენი ოჯახის წევრებისთვის გააკეთებდით და თქვენი ახალი ბიზნესი ძალიან სწრაფად გაიზრდება და გაფართოვდება.

წარმატებებს გისურვებთ

გააკეთეთ სასტუმრო თბილისში სპეციალურად სომეხი სტუმრებისათვის
თბილისს გავლით ყოველ დღიურად სომხეთის ბევრი მოქალაქე სტუმრობს. მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება ლარსის გახსნის შემდეგ. თუ თქვენ გააკეთებთ სპეციალურ სასტუმროს მათთვის, რომლის მიზანიც იქნება კარგად დაასვენოს ისინი აქ, დააინტერესოს დარჩნენ ერთი ორი დღით და საინტერესო ადგილებიც მოინახულონ ვფიქრობთ კარგი ბიზნესიც გამოგივათ და საჭირო საქმესაც გააკეთებთ.

კარგი იქნება თუ რამოდენიმე საკითხს განსაკუთრებით მიაქცევთ ყურადღებას:

ა) სტუმრების მოსაზიდად მათ საზღრის გადმოკვეთისთანავე უნდა მისცეს ვინმემ კარგად გაკეთებული თქვენი სასტუმროს ბროშურა/მოსაწვევი. ამის გაკეთება თქვენ ვინმე ადგილობრივი მოსახლის დახმარებით შეგიძლიათ. რეკომენდაციას ალბათ საბაჟოს თანამშრომლებიც გაგიწევენ თუ ვინ შეიძლება გამოგადგეთ ამაში. კარგი იქნება თუ მათ სახელობით ბუკლეტებს დაუბეჭდავთ ან რამენაირად დანიშნავთ მათ მიერ გავრცელებულ მოსაწვევებს რაც მათივე წახალისების სქემის აწყობაში დაგეხმარებათ.

ბ) სომეხი პერსონალი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება თქვენი სასტუმროს მიმზიდველობისათის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარეული, რომელიც სომხურ კერძებთან ერთად რა თქმა უნდა ქართულ ტრადიციულ კერძებსაც კარგად უნდა აკეთებდეს.

გ) შესაძლებელი უნდა იყოს გზიდანვე დარეკვა და ადგილის დაჯავშნა. სასურველია ტელეფონი სომხური მობილური ოპერატორისა იყოს რაც მათ სავარაუდოდ დარეკვის მოტივაციას კიდევ უფრო გაუზრდის.

დ) აუცილებლად უნდა მოამზადოთ თავისუფალი დროის დატვირთვის რამოდენიმე ალტერნატიული პროგრამა ყოველი საღამოსთვის. რაც მაქსიმალურად ყველა ტიპის ინტერესის სტუმრისთვის უნდა იძლეოდეს დროის საინტერესოდ გატარების საშუალებას.

ე) დაუგეგმეთ 1-2-3 დღიანი დასვენების პროგრამებიც და შესთავაზეთ ისინი თქვენს სტუმრებს. ბევრმა შესაძლოა გამოთქვას დარჩენის სურვილი განსაკუთრებით ზაფუხულში, როცა ისინი ზღვაზე დასასვენებლად მიემგზავრებიან ან ბრუნდებიან იქიდან.

ვ) ზაფხულში თვენი მეშვეობით შესაძლებელი უნდა იყოს ზღვის სანაპიროზე სასტუმროს მოძებნა, დაბრონვა რაც ბევრ დამატებით კმაყოფილ სტუმარს შეგძენთ.

ეცადეთ გარემო, ინტერიუერიც და ექსტერიერიც მასიმალურად შინაური გახადოთ სომხებისათვის, მათ ეს ძალიან ესიამოვნებათ. და აუცილებლად იქონიეთ გაყიდვაში სომხური ჰაერის ქილები. ბევრი არ გაიყიდება, მაგრამ კიდევ უფრო გაზრდის თქვენი სტუმრების კმაყოფიელბას.  :)

ასეთივე სასტუმროს გაკეთება აზერბაიჯანელებისთვისაც შეიძლება, რა თქმა უნდა. თუმცა ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ოდნავ განსხავებული საკითხები იყოს მნიშვნელოვანი. რაოდენობა კი არც აზერბაიჯანელი სტუმრების არის მცირე.