StartUp.Ge » Blog Archive » შესთავაზეთ კომპანიებს კორპორატიული მულტფილმების დამზადება
StartUp.Ge
Business Ideas



  • დარგების მიხედვით

  • მეტა

      • VIP კატალოგები!

      • არქივი

      • გამოწერა

    შესთავაზეთ კომპანიებს კორპორატიული მულტფილმების დამზადება

    თარიღი: დეკემბერი 15, 2009 | წაკითხულია 1,392-ჯერ
    კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები, მომსახურება, მცირე ბიუჯეტიანი, ყველა იდეა

    თუ მულტიპლიკაციაში ერკვევით და მულტფილმების გაკეთებაც შეგიძლიათ, შესთავაზეთ კომპანიებს კორპორატიული ანიმაციური ფილმების გაკეთება. შესაძლოა ბევრი დაგთანხმდეთ.

    თუ მოიფიქრებთ რაიმე სიუჟეტს, ტიპაჟებს რეალური კადრებიდან და მენეჯმენტიდან აიღებთ და ფილმსაც კარგად გააფორმებთ, სავარაუდოა, რომ ამაში ბევრი კომპანია კარგად გადაგიხდით. განსაკუთრებით კი ისეთები, ვისაც ბევრი თანამშრომელი ჰყავს. მათთვის რამე ისეთი საინტერესო ფილმი, რომელიც მათ კადრებს ორგანიზაციის მიმართ ლოიალურობას გაუზრდის, მნიშვნელოვანი შენაძენი შეიძლება აღმოჩნდეს.

    ანიმაციური მულტფილმი სწრაფად გავრცელდება youtoube-ის და სხვა მსგავსი ადგილობრივი საიტების გამოყენებით, მას არამარტო თანამშრომლები, არამედ არსებული და პოტენციური კლიენტებიც აუცილებლად ნახავენ (თუ საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა) რაც დადებითად აისახება კომპანიის იმიჯზე.

    დაინტერესების ალბათობა ბევრად გაიზრდება, თუ თქვენ თვითონ შეძლებთ საინტერესო სიუჟეტის მოფიქრებას და შესთავაზებთ მის დახვეწას უკვე კომპანიის შესაბამის თანამშრომლებთან ერთად.

    ვფიქრობთ ცდად ღირს..


    სტატიის რეიტინგი
    1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
    Loading ... Loading ...






    გაუგზავნე მეგობარს:





    გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

    2 კომენტარი იდეაზე "შესთავაზეთ კომპანიებს კორპორატიული მულტფილმების დამზადება"-ს

    1. nika yuloshvili:

      martla magrari ideaa.

    2. ზურა:

      კარგი იდეაა და საერთოდ თქვენი პროექტიც მაგარი იდეაა

    კომენტარი


    შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!