StartUp.Ge
Business Ideas




აირჩიეთ ბიზნეს პარტნიორებად მზრუნველობას მოკლებული ბავშვები

თარიღი: დეკემბერი 31, 2009 | წაკითხულია 682-ჯერ

ალბათ, კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ხელნაკეთი ნივთების დამზადებას და რეალიზაციას მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად.

ამისათვის, საჭირო იქნება ბავშვებს ასწავლოთ სხვადასხვა ნივთების დამზადება, მაგალითად პატარა სუვენირები ან აქსესუარები (შარფი, ქუდი). შემდეგ უნდა მოამარაგოთ ისინი საჭირო მასალით, დამზადების შემდეგ კი შეაგროვოთ და გაამზადოთ სარეალიზაციოდ.

დამზადებული ნივთები დიდ სუპერმარკეტების ქსელში უნდა გაყიდოთ (გუდვილი ან პოპული), სადაც დამზადებულ ნივთებს ცალკე განსხვავებულ სტენდზე დაალაგებთ, რომელიც სუპერმარკეტის ადმინისტრაციამ შესაძლოა უფასოდ მოგცეთ, რითაც ის ავტომატურად გახდება საქველმოქმედო პროექტის მონაწილე.

დიდი სუპერმარკეტის არჩევა მნიშვნელოვანია რადგან იქ ხალხის ბრუნვა დიდია, რაც ზრდის გაყიდვის ალბათობას და ამის გარდა, დიდი სუპერმარკეტის დათანხმება უფასო სტენდზე უფრო ადვილია თუ ეს მის ბრენდზე/სახელზე დადებითად იმოქმედებს.

ეს საქმე ორმაგად კარგი იქნება, თქვენ შეძლებთ დამატებითი შემოსავლის მიღებას (დამზადებულ ნივთებზე ფასნამატის საშუალებით) და ამასთან ერთად ასწავლით მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ხელობას და მისცემთ შემოსავლების მიღების საშუალებას.

სტატიის რეიტინგი
3 votes, average: 4.33 out of 53 votes, average: 4.33 out of 53 votes, average: 4.33 out of 53 votes, average: 4.33 out of 53 votes, average: 4.33 out of 5 საშუალო4.33 ქულა
მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს შეუძლიათ შეფასება
Loading ... Loading ...

გაუზიარეთ მეგობრებს facebook-ზე

გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

My status

2 კომენტარი იდეაზე "აირჩიეთ ბიზნეს პარტნიორებად მზრუნველობას მოკლებული ბავშვები"-ს

  1. okujava:

    tqve gachirvebulebo idea da sitkva mainc datseret normaluli saqme tuara. jer is ra partniori gamodis tu me unda xeloba vastsavlo, movuaro, masalit movamarago da a.sh.? barem dagerqmiat gaxdit vinmes biznes partniorio.

  2. tamotako:

    უკაცრავად, მაგრამ ასეთი მიმართვა არაეთიკურია აშკარად! ჩემი განსასჯელი არავინ არის ვიცი, მაგრამ აქ ცდილობენ, დაგვეხმარონ ახალი იდეებით ახალი საქმის წამოწყებაშე, მითუმეტეს, როცა არ იცი კონკრეტულად რა საქმეს მიჰყო ხელი, არა და სურვილი დიდია :) სხვა რომ არა იყოს რა, იმაზე უკეთესი რა უნდა გააკეთო ადამიანმა, რომ ამ ბავშვებებს დაეხმარო თუნდაც იმით, რომ რაღაც ხელობა შეასწავლო.დასაქმება ისედაც საყოველთაო პრობლემაა და მითუმეტეს მზრუნველობამოკლებულთათვის.

    ბოდიში კიდევ ერთხელ, იმედია არ გამინაწყენდებით. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა.

კომენტარი

კომენტარის დატოვება შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს