Advice Club

24/02/2017

16266148_1845727852309894_1788048275962643565_nAdvice Club ახალი ქართული კომპანიაა, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება საერთაშორისო მასშტაბის ონლაინ კვლევებია. ვებ-გვერდზე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა ქვეყნდება ოცი კითხვა სავარაუდო პასუხებით, დარეგისტრირებული მონაწილეები პასუხობენ და ცდილობენ გამოიცნონ უმრავლესობის აზრი, შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეძლევათ საშუალება დასვან კითხვა, რომელზეც სურთ უმრავლესობის აზრისა თუ შეხედულების გაგება. ამასთანავე, ეს საუკეთესო გზაა მიაწოდონ ინფორმაცია პოტენციურ მომხმარებლებს თავიანთ პროდუქტზე თუ მომსახურებაზე. Startup.ge კომპანიის Advice Club დირექტორს, სოფიო შელიას ესაუბრა.

როგორ გაჩნდა იდეა?

ჩვენი გუნდის ყველა წევრი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მარკეტინგისა და PR – ის სფეროში და ჩვენ მივხვდით, რომ ყველაზე მნშვნელოვანია მიიღო პასუხი კითხვაზე „რა სურს ხალხს?“ და ამ მნიშნელოვანი ინფორმაციის გათვალისწინებით ყოველთვის უფრო მარტივია წარმატების მიღწევა.

როგორ მუშაობს ბიზნესი (როგორია პროცესი)

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი პროექტი ღიაა როგორც რიგითი ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. რეგისტრაცია 18 წლიდან ზემოთ, ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი ვებ-გვერდზე  –www.myadvice.club.   პროცესი მარტივია და უფასო.

რამდენი ადამიანია დასაქმებული

ვინაიდან ჩვენი კომპანია ჯერ სტარაპია, ამ ეტაპზე გუნდში ვართ რვანი.

როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?

Advice Club-ის საწყისი კაპიტალი დამფუძნებლების დანაზოგი და პირადი რესურსები გახლავთ.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ფართო აუდიტორია სხვადასხვა ქვეყნიდან, რეგულარულად წავახალისოთ საუკეთესო მაჩვენებლების მქონე მონაწილეები,  ვაჩვენოთ ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომ მომხმარებლის აზრის გაგება შესაძლებელია ჩვენი დახმარებთ და თანამშრომლობის შედეგად მივცეთ, სწორი ანალიზის გაკეთების მეტი შესაძლებლობა, რაც გაუზრდით წარმატების შანსს.

რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს?

პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საქმიანობის მთავარი შემადგენელი ნაწილია ენთუზიაზმი და  წარმატების რწმენა. არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა, არ არსებობს წინაღობა, რომელსაც ვერ აუვლი გვერდს, არ არსებობს იდეა, რომელსაც ვერ განახორციელებ. თუ კი დაიწყეთ, არ დანებდეთ!

თეონა თავდიშვილი



Related Posts