BBK – Business & Law

26/04/2017

იურიდიული მომსახურებაBBK არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნეს საკონსულტაციო და იურიდიულ მომსახურებას უწევს მომხმარებელს. BBK-ს მიზანია საკონსულტაციო მომსახურება ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის, ვისთვისაც დღემდე ეს სერვისი ფუფუნების საგანს წარმოადგენდა. Startup.ge ბი ბი ქეის ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელს, ელენე ბეჟაშვილს ესაუბრა.

როგორ გაჩნდა იდეა?

ნებისმიერ პირს, იქნება ეს იურიდიული თუ ფიზიკური პირი, ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უწევს ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად, ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში. ერთ-ერთი მასშტაბური სასამართლო დავა უშუალოდ შეეხო ჩვენს უფლებებს (საქმე წარმატებით დასრულდა; საქმეზე წარმომადგენელი იყო BBK-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი), სწორედ ამ საქმემ გვიბიძგა BBK-ს შექმნისკენ. იდეის განვითარების ეტაპზე საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ დამფუძნებელთა კომპეტენციები სრულად აგვეთვისებინა და იურიდიულ მომსახურებასთან ერთად მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებაც, რაც დამატებითი კომფორტი იქნებოდა მათთვის.

ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები?

BBK-ს დამფუძნებლები არიან სალომე ბეჟაშვილი, ელენე ბეჟაშვილი, სალომე ყიფიანი და თეკლა ქამხაძე.

როგორ მუშაობს ბიზნესი (როგორია პროცესი)

მუშაობის პროცესი მარტივია, ვიგებთ რა პრობლემა აქვს მომხმარებელს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. თუ დამატებითი კომპეტენციებია საჭირო, არც მაგას ვაკლებთ, ბევრ კარგ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ.

რამდენი ადამიანია დასაქმებული

ამჟამად კომპანიაში 6 თანამშრომელია.

როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?

ნაწილობრივ დამფუძნებელთა შენატანებით, ნაწილობრივ კი საბანკო კრედიტით.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

რაც ყველაზე მთავარია მუდმივად დავნერგავთ რაღაც ახალს! არ გვინდა „ბიუროს“ ან „კანტორას“ გვეძახდნენ. 🙂

რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს?

რამდენიმე რამეს ვურჩევდი:

1. მალე დაიწყონ! ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია.

2. შემოიკრიბონ ძალიან ერთგული და შრომისმოყვარე გუნდი.

3. მოისმინონ ნებისმიერი ადამიანის აზრი, იქ ბევრ ღირებულ იდეას აღმოაჩენენ, მაგრამ ამავდროულად უნდა ისწავლონ, რომ სხვისმა აზრმა დასახული მიზნების მიღწევაში ხელი არ უნდა შეუშალოთ.

 

თეონა თავდიშვილი

 

 



Related Posts