Golden Byte

18/01/2017

კონკურსისაქართველო პირველად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო IT ჩემპიონატ ,,Golden Byte”-ში, რომლის მიზანია, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაცია, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა და დიდი მძლავრი Startup პლატფორმის ატმოსფეროს შექმნა.

ჩემპიონატის ბაზაზე მონაწილეებს ექნებათ საშუალება, მიიღონ მაღალკვალიფიციური რჩევები და მენტორინგი მსოფლიო მასშტაბის IT სპეციალისტებისგან.

15 დეკემბრიდან 20 თებერვლის ჩათვლით, 10-27 წლამდე მსურველებს საშუალება აქვთ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია, გააგზავნონ საკუთარი პროექტები ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდიდან.

მარტში გაიმართება რეგიონალური ტურები, რომლის შემდგომაც გამარჯვებული გუნდები გაემგზავრებიან აპრილში, ფინალურ ეტაპზე კიევში. ფინალისტი გუნდების მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯს უზრუნველყოფს IT Academy STEP პარტნიორებთან ერთად. ფინალში გამარჯვებული გუნდი იღებს პრიზის სახით 20 000$-ს. 



Related Posts