Handcraft • ხელნაკეთი და ვინტაჟი

07/04/2017

16299469_1424260074312894_9153545839714187389_nHandcraft • ხელნაკეთი და ვინტაჟი – როგორც სახელწოდებიდანვე ჩანს, ხელნაკეთი და ვინტაჟური ნივთების გალერეა-მაღაზიაა. სტარტაპი ბაზარზე სულ 2 თვეა რაც გამოჩნდა და ძირითად მიმართულებას მეტალის ნაკეთობების, პრაქტიკული დაწნული ნივთებისა თუ სხვადასხვა ტიპის აქსესუარებისა და ვინტაჟური ნივთების დამზადება წარმოადგენს. startup.ge კომპანიის დამფუძნებელს, თამარ გეგიას ესაუბრა.

როგორ გაჩნდა იდეა?

კომპანიის დამფუძნებლები სხვადასხვა სფეროში ვმუშაობდით და გარკვეული შეხება გვქონდა მსგავს თემებთან. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საქართველოში უამრავი ადამიანია დაკავებული ხელნაკეთი ნივთების დამზადებით, ბაზარზე აშკარად იგრძნობოდა მსგავსი ტიპის სივრცის ნაკლებობა და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სალონური ტიპის მაღაზია, სადაც თავს მოიყრიდა ხელნაკეთი სფეროს სხვადასხვა მიმართულება. თამამად უნდა ვთქვათ, რომ ქართული ხელნაკეთი პროდუქცია არაფრით ჩამოუვარდება მსგავსი ტიპის უცხოურ ანალოგებს. ჩვენი კონცეფცია მარტივია – ყველაფერი ხელნაკეთი, ხარისხიანი და ქართული.

ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები?

კომპანიას ჰყავს ორი დამფუძნებელი, მე –  თამარ გეგია და გიორგი ჭუნიაშვილი.

როგორ მუშაობს ბიზნესი (როგორია პროცესი)

მიუხედავად იმისა, რომ სულ 2 თვეა რაც ბაზარზე გამოვჩნდით, უკვე შეივიძინეთ ერთგული მომხმარებლის გარკვეული რაოდენობა. ჩვენთან სხვადასხვა გემოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობის ადამიანი იპოვნის მისთვის საინტერესო ნივთს. ვცდილობთ ყოველთვის გავითვალისწინოთ მომხმარებლის სურვილები და იდეები. შეგვიძლია შეკვეთით დავამზადოთ ნებისმიერი მეტალის ან დაწნული ნივთი.

ცალკე მიმართულებაა ვინტაჟური ნივთები, რომელსაც თავისი სეგმენტი ჰყავს. ბოლო დროს დაგვემატა საბავშვო ხაზი, რაც მოიცავს ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებულ კალათებს, ბალიშებს, სათამაშოებსა და ჩვილისთვის საჭირო სხვა აქსესუარებს.

კიდევ ერთი, რაც ჩვენს კომპანიას სხვა მსგავსი ტიპის მაღაზიებისგან გამოარჩევს არის ის, რომ ჩვენთან შესაძლებელია ნივთების არა მხოლოდ შეძენა, არამედ ქირაობაც (მაგალითად ღონისძიებისთვის, სარეკლამო გადაღებისთვის და ა.შ).

რამდენი ადამიანია დასაქმებული

გვყავს არაჩვეულებრივი ოსტატები სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც მუშაობენ ხელნაკეთი ნივთების დამზადებაზე. ამას გარდა, ჩვენ ვურთიერთობთ ძალიან ბევრ საინტერესო შემოქმედთან, რომლებიც ქნმიან ხარისხიან და ორიგინალურ ხელნაკეთ პროდუქციას, იქნება ეს აქსესუარები თუ ინტერიერის დეკორი.

როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?

პროექტი თვითდაფინანსებით დავიწყეთ და ახლა შემოსული თანხებით თანდათან ვაფართოებთ ჩვენს ასორტიმენტს.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

სამომავლოდ ვაპირებთ კიდევ უფრო მრვალფეროვანი გავხადოთ ჩვენი პროდუქცია და უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ჩვენთან თანამშრომლობით. ასევე, გავზარდოთ ჩვენი კომპანიის და ზოგადად, ქართული ხელნაკეთი პროდუქციის ცნობადობა. მუდმივად ვიზრუნებთ ხარისხზე, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილება.

რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს?

ნუ შეეშინდებათ გარისკონ ახალი, საინტერესო საქმის დაწყება. ნურც მათ წინაშე წარმოქმნილი სირთულეები დააბრკოლებთ. მთავარია მიზანდასახულობა და ბევრი შრომა.



Related Posts