iBazari.ge

02/05/2017

ბაზარიiBazari.ge არის ინტერნეტ მარკეტი, სადაც მომხმარებელს, სახლიდან გაუსვლელად შეუძლია შეუკვეთოს უმაღლესი ხარისხის, ახალ-ახალი პროდუქტი, რომელსაც მეორე დღეს მიიღებს სასურველ ადგილზე, სასურველ დროს. Startup.ge iBazari.ge – ს დამფუძნებელს, გია ხორხელს ესაუბრა.

როგორ გაჩნდა იდეა?

იდეა დაიბადა საკუთარი მოთხოვილებებიდან გამომდინარე, რაც ყოველდღიურად მაწუხებდა. მეზარებოდა დილით ადრე ადგომა ბაზარში წასასვლელად, საცობებში დგომა, პარკირების ადგილის ძებნა, დაღლილი და ნერვებმოშლილი უკან დაბრუნებულს, მძიმე ჩანთების სახლამდე თრევა და რაც ყველაზე მთავარია არ მინდოდა ამ ყველაფერში დამეხარჯა ჩემთვის ყველაზე ღირებული რესურსი – ჩემი თავისუფალი დრო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგექმნა ისეთი სერვისი, რომელიც ამ ყველა პრობლემას ერთიანად გადაუჭრიდა ადამიანს და დამატებით ფინანსურ სარგებელსაც დაანახებდა.

ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები?

კომპანიის დამფუძნებლები ვართ მეგობრები: დავით გიგაია, ლაშა ახალაძე და გივი ხორხელი.

როგორ მუშაობს ბიზნესი (როგორია პროცესი)

ჩვენი ინტერნეტ გვერდის საშუალებით მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს. ჩვენ, შეკვეთის მიღებიდან მეორე დღეს, დილით ადრე მივდივართ ბაზარში, ვყიდულობთ ახალ-ახალ საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს და მიგვაქვს მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე, წინასწარ მითითებული დროის მონაკვეთში.

რამდენი ადამიანია დასაქმებული

ამჟამად ჩვენ კომპანიაში დასაქმებულია 10 ადამიანი.

როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?

საწესდებო კაპიტალი შევავსეთ საკუთარი დანაზოგებით.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ვაპირებთ რაც შეიძლება მრავალფეროვანი გავხადოთ პროდუქციის ასორტიმენტი, დავამატოთ საყოფაცხოვრებო ქიმიის და ჰიგიენის განყოფილებები. ასევე ჩვენი სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომი გავხადოთ ქალაქ ბათუმშიც.

რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს?

რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დაიწყონ ბიზნესის კეთება, აკეთონ ის საქმე, რაც მათ აინტერესებთ, ესმით და სიამოვნებას ანიჭებთ. რაც მთავარია, იშრომონ, იშრომონ და უფრო მეტი იშრომონ.

 

თეონა თავდიშვილი



Related Posts