IHUB Tbilisi Community Day

13/06/2016

ihubIHUB Tbilisi ქმნის ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს, რომელიც დაინტერესებულია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით, მედიითა და სხვა მრავალი საინტერესო ინციატივით.

19 ივნისს, House 11-ში, 12:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში, IHUB Tbilisi Community-ს ჩამოსაყალიბებლად ჩატარდება IHUB Tbilisi Community Day, რომლის დროსაც IHUB Tbilisi-ს მენეჯერები დამსწრეებს გააცნობენ IHUB-ის საქმიანობას, იქნებიან წარმოდგენილი პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც თავის მხრივ გამართავენ პრეზენტაციებს.

მონაწილეებს მიეცემათ დავალებები თავისი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, იქნება საინტერესო ინტელექტუალური და გასართობი თამაშები.

IHUB Tbilisi Community ჩაატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს IHUB Tbilisi-ს სახელით, ჩაერთვება მის პროექტებში და მიიღებს სამუშაო გამოცდილებას იმ სფეროებში, რომლებშიც ჩართულია IHUB Tbilisi. მონაწილეებს ასევე შეეძლებათ საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა და მიენიჭებათ უპირატესობა IHUB Tbilisi-ს ღონისძიებებში მონაწილეობის მხრივ.

დამატებითი ინფორმაცია



Related Posts