Python პროგრამირების კურსი დამწყებთათვის

22/06/2016

სასწავლო კურსისაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტექნოპარკის ბაზაზე უფასო საზაფხულო კურსების ფარგლებში იწყებს პროგრამირების ენის – Python-ის საფუძვლების სწავლებას დამწყებთათვის.

Python-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე და უნივერსალური პროგრამირების ენაა, რომლის პოპულარობაც დღითი დღე იზრდება. პროგრამირების ამ ენაზეა შექმნილი ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: Dropbox, Youtube, Pinterest და ა.შ. Python ფართოდ გამოიყენება ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების მიერ, როგორებიცაა: Google, IBM და NASA.

კურსის განმავლობაში შეისწავლება პროგრამირების საწყისები და სხვადასხვა პროგრამული ტექნოლოგიები. სასწავლო პროცესის უმეტესი ნაწილი დაეთმობა პრაქტიკული ამოცანების შესრულებას და საინტერესო პროექტებზე მუშაობას.

დამატებითი ინფორმაცია



Related Posts