Silkjob.ge

21/04/2017

ვაკანსიაSilkjob.ge წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს დასაქმებისა და განათლების მიმართულებით. საიტი განკუთვნილია ყველა მომხმარებლისათვის, ვინც ეძებს კარიერული ან საგანმანათლებლო განვითარების შესაძლებლობას. Startup.ge სილქჯობის კომერციულ მენეჯერს, ლიკა ჩუხრუკიძეს ესაუბრა.

 

როგორ გაჩნდა იდეა?

დასაქმება საქართველოში ყოველთვის აქტუალური პრობლემა იყო, ამან გამოიწვია ჩვენი დაინტერესება და ჩატარდა გარკვეული კვლევები, რომლის საფუძველზეც ნათელი გახდა, რომ ბაზარზე იყო შესაძლებლობა ახალ კომპანიას მნიშვნელოვანი  ცვლილებები მოეხდინა.

ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები?

კომპანიის დამფუძნებელია დავით გაფრინდაშვილი.

როგორ მუშაობს ბიზნესი (როგორია პროცესი)? 

სილქჯობმა საკმაოდ მცირე პერიოდში შეძლო მომხმარებელში ლოიალური დამოკიდებულების მოპოვება, რადგან ის ქმნის დამსაქმებლისა და მაძიებლების დაკავშირების ყველაზე მარტივ, სწრაფ და ეფექტურ სისტემას. თითოეული თანამშრომელი აქტიურადაა ჩართული სამუშაო პროცესში და დიდი ენთუზიაზმით ცდილობს ხელი შეუწყოს კომპანიის რეალიზაციას კონკურენტულ ბაზარზე.

რამდენი ადამიანია დასაქმებული? 

ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 12 ადამიანი.

როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?

საქს ინვესტმენტის დახმარებით შევძელით საწყისი კაპიტალის  მოპოვება. კომპანიას წარვუდგინეთ პროექტის დეტალური აღწერა, რის საფუძველზეც მივიღეთ დაფინანსება.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

კომპანია მომავალშიც აპირებს ინოვაციური პროექტებით, პროდუქტების გაუმჯობესებითა და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებით შექმნას ახალი რეალობა ქართულ ბაზარზე.

რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს?

ბიზნესის განვითარების საწყის ეტაპზე მუშაობა ყოველთვის საინტერესოა, არის უამრავი გამოწვევები რომლებიც მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდი გყავდეთ. ბიზნესში წარმატება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა, იზრუნეთ იმაზე რომ გუნდის თითოეული წევრი სრულად იზიარებდეს პასუხისმგებლობას და მოტივირებული იყოს კომპანიის განვითარებისთვის. კარგად დათვალეთ და გათვალეთ ყველაფერი, შეეცადეთ ყველა დეტალი გაითვალსიწინოთ და მზად შეხვდეთ ყველა გამოწვევას.

 

თეონა თავდიშვილი



Related Posts