Spotlight 2018

11/05/2018

Spotlight 2018, განახლებული ფორმატით, 27 მაისს, Tbilisi Radisson-ში გაიმართება. წელს, ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი, მთავარი თემაა „გამარჯვება“, ხოლო ფოკუსი –მარკეტინგისა და რეკლამის ინდუსტრია. Spotlight-ზე დასწრება შეუძლია ყველას, ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე Tkt.ge.

ღონისძიება განსხვავებული და უფრო მასშტაბური იქნება. დაიწყება დილის 11 საათიდან და დღის ბოლომდე, ერთმანეთის პარალელურად, 5 ოთახში გაიმართება: ლექციები, ვორკშოპები, სემინარები, პანელ დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესის მიხედვით გადაწყვიტონ, რას დაესწრებიან. დღის მეორე ნახევარში, ცენტრალურ დარბაზში 9 სპიკერი ისაუბრებს.

Spotlight პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა. პროექტის მიზანია, ახალი სივრცის შექმნით, საქართველოს ბიზნესისა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარება, ქართველი ბიზნეს სპიკერების გამოცდილების ამაღლება და მათთვის გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა. Spotlight არის ადგილი, სადაც ქართველი პრაქტიკოსი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

პირველი ღონისძიება 2013 წელს ჩატარდა. მასში 14 სპიკერი, 4000-ზე მეტი რეგისტრირებული ადამიანი და 250 დელეგატი მონაწილეობდა. წელს Spotlight უკვე მეექვსედ და განახლებული ფორმატით უმასპინძლებს სტუმრებს.

დამატებითი ინფორმაცია



Related Posts