,,Startup მარანი’’- ს მეხუთე ღონისძიება

30/05/2016

maraniii-505x306_c29 მაისს, ტექნოპარკში ,,Startup მარანი’’– ს მეხუთე ღონისძიება ჩატარდა, რომლის ორგანიზატორები არიან კომპანიები: “Start – Business Solutions” და “Green Capital”. პროექტის მიზანს წარმოადგენს ერთგვარი ხიდის შექმნა დამწყებ მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის.

ღონისძიების სახით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც დამწყებ მეწარმეებთან ერთად დაესწრნენ საქართველოში მოქმედი წარმატებული კომპანიების დამფუძნებლები, დირექტორები და მოწვეული ინვესტორები სხვადასხვა სფეროდან. აპლიკაციების მიღება სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და შეირჩა ცხრა ინოვაციური იდეა ისეთ სფეროებში, როგორიცაა IT ტექნოლოგიები, ტურიზმი, წარმოება და სხვა.

პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა რამდენიმე სტარტაპი, მათ შორის: Bino.ge – ღვინის პირველი ონლაინ მაღაზია, Pirdapir.ge – პირველი Peer to Peer Lending პლატფორმა საქართველოში, Appollo – ქართული ზღაპრების მობილური აუდიო აპლიკაცია.



Related Posts