StartUp Factory Accelerator

13/12/2017

StartUp Factory Accelerator არის საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის StartUp Factory-ის სააქსელერაციო პროგრამა იდეის ეტაპზე მყოფი გუნდებისთვის, რომლებიც არიან მოტივირებულნი მოკლე დროში შექმნან საკუთარი პროდუქტები და გავიდნენ ბაზარზე. სააქსელერაციო პერიოდი გრძელდება 3 თვე, რომლის განმავლობაშიც სტარტაპები მიიღებენ შემდეგ უფასო სერვისებს:

• სამუშაო სივრცე 24/7-ზე StartUp Factory-ის ინოვაციების ცენტრში;
• წვდომას მაღალტექნოლოგიურ დანადგარებთან და ინოვაციურ ინფრასტრუქტურასთან;
• ხელშეწყობას პროდუქტის პროტოტიპის შექმნის პროცესში;
• საჭირო ადამიანებთან დაკავშირების – DATING-ის პროცესს;
• ტრენინგებს, კონსულტაციებსა და რჩევებს გამოცდილი ტრენერებისა და მენტორებისაგან;
• იდეის განვითარებასა და სწორი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებაში დახმარებას;
• დემო დღეში მონაწილეობის შესაძლებლობას, სადაც პოტენციურ ინვესტორებს გააცნობენ საკუთარ იდეებს;
• დაფინანსებებისა და გრანტების მოპოვებაში ხელშეწყობას.

StartUp Factory Accelerator-ში სტარტაპების მიღების კრიტერიუმებია:
• იდეა, რომელიც არის ინოვაციური ან ჭრის რაიმე პრობლემას;
• მოტივირებული და იდეის შესაბამისი კომპეტენციის მქონე გუნდი.

აქსელერაციის პროგრამისთვის ჯამში შეირჩევა 10 სტარტაპი.

რეგისტრაციის ბოლო ვადა – 22 დეკემბერი.

სარეგისტრაციო ბმული



Related Posts