Startup Grind Tbilisi

14/02/2017

googleStartup Grind არის Google-ის პროექტი, რომელიც 2010 წელს სილიკონის ველზე შეიქმნა. ყოველთვიურად იმართება შეხვედრა გამოცდილ მეწარმეებსა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრების მიზანია გამოცდილების გაზიარება და სტარტაპებით დაინტერესებული ადამიანების დაკავშირება ერთმანეთთან, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ლოკალური სისტემის გაუმჯობესებას.  Startup Grind მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი ბრენდია და იმართება 80-ზე მეტი ქვეყნის 200 -მდე ქალაქში, მათ შორის თბილისში.

Startup Grind Tbilisi -ს თებერვლის ივენთის სტუმარი იქნება ადამ დინგლი, პროგრამული ინჟინერი. მას გამოცდილება დაუგროვდა ტექნოლოგიური განვითარებისათვის მომუშავე კომპანიებში საქმიანობისას. 1994-1996 წლებში ადამი ასწავლიდა კომპიუტერულ მეცნიერებებს ჩარლსის უნივერსიტეტში, პრაღაში. 2002-2006 წლებში ის მუშაობდა წამყვან პროგრამულ ინჟინერად Google-ში. ამ პერიოდში ადამმა მონაწილეობა მიიღო ისეთი პროდუქტების განვითარებაში, როგორიცაა  Desktop, Firefox, Chrome, Google Toolbar. გუგლის შემდეგ ადამმა საკუთარი სტარტაპები წამოიწყო და დაარსა Parking Hero, შემდგომში Yorba Foundation და Roundtown.

16 თებერვალს, 19:00 საათზე, Startup Grind-ისა და ილიას უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება არაფორმალური შეხვედრა ადამ დინგლთან.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, რეგისტრაცია კი შესაძლებელია საიტზე.



Related Posts