Wood art

28/04/2017

სანიშნეWood art-ი ერთ-ერთი გამორჩეული და კრეატიული სტარტაპია, რომლის საქმიანობის სფეროს შპადელზე ზეთის საღებავებში შესრულებული ნამუშევრების დამზადება წარმოადგენს. აქ ასევე იქმნება კედლის სამაგრიანი ნახატები, მაგნიტის სამაგრიანი ნახატები და სანიშნეები. Startup.ge Wood art-ის დამფუძნებელს, ნინო მაისურაძეს ესაუბრა.

 

როგორ გაჩნდა იდეა?

სანამ ეს ყველაფერი ბიზნეს იდეად გადაიქცეოდა, ვხატავდი ჩემთვის გასართობად, ბევრს მოსწონდა ჩემი ნახატები.  გარკვეული რაოდენობა რომ დამიგროვდა, მეგობრების დახმარებით გამოფენა-გაყიდვაზე წავედი და სწორედ აქედან გაჩნდა იდეა. გამოფენა-გაყიდვაზე მივიღე  ბევრი შეკვეთა, მეკითხებოდნენ სად შეიძლებოდა პროდუქცია დაეთვალიერებინათ, ამიტომ ძალიან მალე ბაზარზე გამოვჩნდით, როგორც ვუდარტი.

როგორ მუშაობს ბიზნესი (როგორია პროცესი)

მუშაობის პროცესი მოითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას და დიდ დროს, პირველ რიგში მზადდება შპადელებით სასურველი ზომის დაფა რაზეც ვხატავთ.  ვეძებ ესკიზებს,  ვაკეთებ საკუთარი ფანტაზიით, საკუთარ ვერსიას გვთავაზობს ჩვენი მომხმარებელი, ვუხამებ ფერებს და საბოლოო ჯამში გამოდის ვუდარტული ნამუშევრები.  ნახატის დასახატად 2-3 დღეა საჭირო (ნახატის სირთულიდან გამომდინარე) სანიშნეებს 1-2 დღე სჭირდება.

17157394_1460727963972184_3448467277387316536_o

რამდენი ადამიანია დასაქმებული

რამოდენიმე თანამშრომელი ვართ, მე, ასევე ლანა მაისურაძე – რომელიც ხატავს და სოციალურ ქსელებში გვერდებს მართავს.  ასევე გვაქვს საიტი www.woodart.ge რომლის შექმნაში  დაგვეხმარა ვებ დეველოპერი, ნიკა ბერიძე და დღემდე განაგრძობს ჩვენთან თანამშრომლობას.

როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?

თავიდან ყველაფერი საკუთარი ფინანსებით გავაკეთეთ, შემდეგ კი მიღებული შეკვეთებიდან აღებულ თანხას ისევ ინვენტარის შეძენას ვახმართ.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

თვიდან იყო მხოლოდ კედლის ნახატი, შემდეგ დავამატეთ სანიშნეები, ეხლახანს კი მაგნიტიანი ნახატები დავამზადეთ, ვცდილობთ ერთ ადგილზე არ გავჩერდეთ. ცოტახანში იგეგმება ჩვენი პროდუქციის შეტანა გარკვეულ მაღაზიათა ქსელში.

რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს?

ყველას გვაქვს საქმე რომელიც გვსიამოვებს და ვურჩევდი მათ, რომ ის სხვებისთვისაც გაეზიარებინათ. არ უნდა შეეშინდეთ  თამამი ნაბიჯების  გადადგმა საკუთარი სურვილების ასასრულებლად.

 

თეონა თავდიშვილი




Related Posts