Zoomout – პირველი ქართული პრე-აქსელერატორი

18/04/2016

zoomoutდღეისთვის მსოფლიოში ძალიან ბევრი აქსელერატორია, რომლებიც ეხმარებიან სტარტაპებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში: აძლევენ მათ საწყის კაპიტალს, წვდომას მენტორების ქსელზე. შანსს, თავიანთი პროტოტიპი გამოსცადონ დიდ ბაზარზე და იპოვონ ინვესტორი.

საქართველოში პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა Zoomout, რომელიც დაეხმარება ქართულ სტარტაპებს პროდუქტის შექმნასა და დახვეწაში, ბრენდირებაში, პრეზენტაციის მომზადებაში და რაც მთავარია, გლობალურ აქსელერატორებთან წარდგენაში, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, მსოფლიოს წამყვან აქსელერატორებში გააგრძელონ მუშაობა.

Zoomout – ი სტარტაპებს სთავაზობს:

  • ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • სამუშაო სივრცეს;
  • იურიდიულ მხარდაჭერას;
  • წვდომას გლობალურ აქსელერატორებზე;


Related Posts