იდეის შერჩევა
აირჩიეთ იდეა იმის მიხედვით თუ რისი კეთება გიყვართ. სურვილით, ჰობით, გატაცებით და გამოცდილებით შექმნილი ბიზნესი ყოველთვის წარმატებულია, რადგან თქვენი დამოკიდებულება საქმის მიმართ კარგად მოქმედებს მომხმარებელზე. ასეთი გზით არჩეული ბიზნესი გეხმარებათ აკეთოთ ის, რაც გიყვართ.
ააწყვეთ იდეა თქვენს ძლიერ მხარეებზე. თუ მუშაობთ გაყიდვების სფეროში და კარგად გამოგდით თქვენი საქმე, აირჩიეთ იდეა, რომელიც გაყიდვებთან არის დაკავშირებული.
გაითვალისწინეთ ფინანსური მდგომარეობა, სხვა საჭირო რესურსები და ამ რესურსების მოპოვების შესაძლებლობები. ნუ აირჩევთ იდეას, რომლისთვისაც არ გაქვთ საკმარისი რესურსი, ან იმის შესაძლებლობა, რომ მოიპოვოთ ეს რესურსები.
იფიქრეთ პროდუქტზე/სერვისზე, რომელიც საზოგადოების მოთხოვნას აკმაყოფილებს. დარწმუნდით, რომ თქვენი პროდუქტი/სერვისი სჭირდება ხალხს. ან აირჩიეთ ბიზნესი, რომლითაც შესთავაზებთ უნიკალურ პროდუქტს ან სერვისს, ეს მოგიტანთ გარანტირებულ სტატუსს ბაზარზე.
შეხედეთ ფრანჩაიზს, როგორც ბიზნეს იდეას. ფრანჩაიზს დიდი უპირატესობა აქვს მარკეტინგულ გათვლებსა და კლიენტების მოზიდვაში, რადგან ეს უკვე არსებული ბრენდია, რომელიც ხალხმა იცის.
სახელის მოფიქრება
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ბიზნესის დაწყებისას არის სახელის შერჩევა.
რა უნდა გავითვალისწინოთ სახელის არჩევისას?
მომგებიანი ბიზნეს-სახელი უნდა იყოს დასამახსოვრებელი და მარტივი. პოტენციურმა მომხმარებლებმა და კლიენტებმა ადვილად უნდა დაიმახსოვრონ კომპანიის სახელი, რომელიც უნდა იყოს უნიკალური, მაგრამ ადვილად გამოსათქმელი.
მომგებიან ბიზნეს-სახელს სჭირდება ვიზუალური ელემენტები. სახელი უნდა აკავშირებდეს მომხმარებლის გონებას რაღაც ვიზუალთან. ეს ვიზუალური ელემენტები უნდა იყოს თქვენი ბიზნესის დასამახსოვრებელი საშუალება.
მომგებიან ბიზნეს-სახელს უნდა ჰქონდეს პოზიტიური ქვეტექსტი. არსებობს სახელები, რომელთა პატარა ცვლილებამაც კი შეიძლება მომხმარებლის ემოციური დამოკიდებულება საგრძნობლად შეცვალოს.
მომგებიანი ბიზნეს-სახელი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შენი ბიზნესის შესახებ. სახელი უნდა შეიცავდეს ისეთ ელემენტს, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას ბიზნესის საქმიანობის შესახებ ასევე უნდა იფიქროთ, რომ შენი ბიზნესი შეიძლება გახდეს საერთაშორისო, ამიტომ სახელი უნდა აარჩიოთ ისე, რომ ადვილად ითარგმნოს სხვა ენაზე და ამავე დროს არ დაკარგოს მნიშვნელობა.
მომგებიანი ბიზნეს-სახელი უნდა იყოს მოკლე. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ სახელი ადვილად დასამახსოვრებელი გახდეს მომხმარებლისთვის, გარდა ამისა, დაგეხმარებათ, კარგად გამოიყურებოდეს ბიზნეს ბარათზე, საიტზე, ბილბორდზე და ა.შ
იხ. ვიდეო
პარტნიორის სწორად შერჩევა
ბიზნესის წარმატებაში ძალიან დიდი როლი აქვს პარტნიორის სწორად შერჩევას, ვინაიდან ხშირად, ბიზნესის წარუმატებლობის მიზეზი, სწორედ არასწორი ბიზნეს პარტნიორია.
პარტნიორის მოძიება შესაძლოა გადაწყვიტოთ:
- ფინანსური რესურსის მოძიებისთვის;
- თანაგუნდელის არსებობისთვის;
- მისი გამოცდილებისა და კავშირებისთვის;
პოტენციური პარტნიორის არჩევისას შეეცადეთ ამომწურავი პასუხი გასცეთ შემდეგ შეკითხვებს:
ნამდვილად გჭირდებათ თუ არა პარტნიორი?
რისთვის გჭირდებათ ბიზნეს პარტნიორი?
როგორი არის პოტენციური პარტნიორის ფინანსური მდგომარეობა?
რა დროის დათმობას აპირებს პოტენციური პარტნიორი თქვენი ბიზნესისთვის?
ისევე მოსწონს პარტნიორს თქვენი იდეა როგორც თქვენ?
რა ადგილი უჭირავს მას საზოგადოებაში?
ბიზნეს გეგმის მომზადება
ბიზნეს გეგმის დასაწერად მნიშვნელოვანია გაიაზროთ, თუ ვისთვის ან რისთვის აკეთებთ ამას. ბიზნეს გეგმა შესაძლოა დაიწეროს:
ბიზნესის განვითარების უკეთ დასანახად;
კერძო ინვესტორებისთვის;
ბანკებისთვის;
ბიზნეს გეგმის დასაწერად აუცილებელია განისაზღვროს მნიშვნელოვანი პუნქტები. შეგიძლიათ მოკლედ ჩამოწეროთ თქვენი ბიზნეს გეგმა და შეუსაბამოთ /დააფუძნოთ სხვა ბიზნეს გეგმის მაგალითს.
სრულყოფილი ბიზნეს გეგმა უნდა შედგებოდეს 50–100 გვერდისგან. ამასთან, მისი მოკლე აღწერა, ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ შესაძლოა იყოს 10 გვერდი.
რისთვის მჭირდება ბიზნეს გეგმა?
ბიზნეს გეგმის შედგენა დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ თქვენი სამოქმედო გეგმა ბიზნესის განხორციელებისთვის;
ბიზნეს გეგმა მოიცავს ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო იმ მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, რომლებიც მიღწევადი უნდა იყოს მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში;
ბიზნეს გეგმის შექმნით საშუალება გეძლევათ ობიექტურად და კრიტიკულად შეხედოთ თქვენს ბიზნესს;
ბიზნეს გეგმა (მიმდინარე) წარმოადგენს სამოქმედო ინსტრუმენტს, რომელიც გეხმარებათ მართოთ ბიზნესი და უზრუნველყოთ მისი წარმატება;
ბიზნეს გეგმის მეშვეობით შესაძლებელია თქვენი იდეების წარმოჩენა, მათი სისრულეში მოყვანა და დაფინანსების შესაძლებლობების გაზრდა.
ბიზნეს გეგმის ზოგადი სტრუქტურა
არ არსებობს ბიზნეს გეგმის შედგენის სტანდარტული ფორმატი. სხვადასხვა სიტუაციებში ბიზნეს გეგმა შესაძლოა სხვადასხვანაირად აიგოს. თუმცა, არსებობს რამდენიმე ელემენტი, რომლებსაც პრაქტიკულად ყველა ბიზნეს გეგმა შეიცავს. ესენია:
- რეზიუმე;
- კომპანიის აღწერა;
- ბაზრის ანალიზი;
- კონკურენტები და მათი პოზიციები ბაზარზე;
- პროდუქციის/მომსახურების აღწერა;
- საწარმოო ციკლი;
- მარკეტინგული სტრატეგია;
- მენეჯმენტი და პერსონალი;
- SWOT ანალიზი;
- ფინანსური გეგმა/პროექტის ბიუჯეტი;
- დანართები.
იხ. ვიდეო
ანდეთ ბიზნეს გეგმის დაწერა პროფესიონალებს. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „Start – Business Solutions“-ს. იხ. კომპანიის ვებგვერდი
ბიზნესის დარეგისტრირება
რეგისტრაციის სამართლებრივი ფორმები
მეწარმე-სუბიექტად დარეგისტრირება არის აუცილებელი პროცედურა ბიზნესის (სამეწარმეო საქმიანობის) დასაწყებად. საქართველოში მეწარმე-სუბიექტად რეგისტრაცია დაკავშირებულია მარტივ პროცედურებთან და ამისთვის მხოლოდ ერთი დღეა საჭირო. იმისათვის, რომ დაარეგისტრიროთ ბიზნესი, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ მეწარმე – სუბიექტის ფორმა, რომელიც სხვადასხვაგვარია და ერთმანეთისგან განსხვავდება თავისი შინაარსით, ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობით.
- მეწარმე–სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
- მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია გულისხმობს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას, რომლის შეცვლა ან განმეორება აკრძალულია;
- მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან;
- მეწარმე სუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ ინფორმაციის(ამონაწერის) მიღება შესაძლებელია, როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ასევე სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
არსებობს შემდეგი სახის სამართლებრივი ფორმები:
მეწარმე–სუბიექტები | ქონებრივი პასუხისმგებლობა |
ინდივიდუალური მეწარმე | პასუხს აგებს პირადად მთელი თავისი ქონებით კრედიტორების წინაშე სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულების გამო |
იურიდიული პირები | |
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) | საზოგადოების ვალდებულებების გამო პარტნიორები პირადაპირ და უშუალოდ პასუხს აგებენ მთელი თავისი ქონებით კრედიტორების წინაშე საზოგადოების ვალდებულებების გამო |
კომანდიტური საზოგადოება (კს) | საზოგადოების პარტნიორთა ნაწილი საზოგადოების ვალდებულებების გამო შეზღუდულად აგებს პასუხს (კომანდიტი), ხოლო პარტნიორთა ნაწილი (კომპლემენტარი) მთელი თავისი ქონებით პირადად და შეუზღუდავად სრულად აგებს პასუხს |
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) კოოპერატივი |
პარტნიორთა პასუხისმგებლობა შემოიფარგლება საზოგადოების კაპიტალში განხორციელებული შენატანების პროპორციულად |
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია იხილეთ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობების (სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო, სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო) განხორციელების შემთხვევაში ფიზიკურ პირად რეგისტრაცია შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის ცენტრში.
შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვას ექვემდებარება:
ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან);
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი;
გ) გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, რომელსაც შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება;
დ) უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება;
საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფლის) მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირისა – მის მიერ განცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.
ანგარიშის გახსნა
ბანკში ანგრიშის გახსნამდე, აუცილებელია, ამომწურავად გაეცნოთ თითოეული ბანკის პირობებსა და შეთავაზებებს. შეგიძლიათ გაითვალისწინოთ თქვენი ნაცნობებისა თუ ბიზნეს პარტნიორების რჩევებიც, მათი გამოცდილების მიხედვით.
ის, თუ რომელ ბანკში გსურთ ანგარიშის გახსნა, შეგიძლიათ მიუთითოთ ბიზნესის რეგისტრაციის დროს.
ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ რამდენიმე რჩევა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სასურველი ბანკი:
- ჰქონდეს მომსახურება იურიდიული პირებისთვის;
- ახორციელებდეს მომსახურებას სწრაფად;
- ჰქონდეს ინტერნეტ ბანკის მომსახურება;
- ჰქონდეს sms ბანკის მომსახურება.
საგადასახადოში რეგისტრაცია
ბიზნესის დასარეგისტრირებლად საჭიროა კომპანიის დირექტორი პირადობის მოწმობით ეწვიოს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის ცენტრს.
გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მოიცავს გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებასა და რეგისტრირებული მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) შეტანას.
ამომწურავი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემოსავლების სამსახურის ვებ – გვერდს.
ლოგოს შერჩევა
ორგანიზაციის წარმატებისთვის საჭიროა ლოგოს სწორად შერჩევა. ლოგო მნიშვნელოვანია კომპანიის კორპორატიული იმიჯის შექმნაში. ის საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებას ქმნის ორგანიზაციაზე, რადგან ხშირად ეს არის ის, რასაც ხედავენ პოტენციური მომხმარებლები ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მიიღებენ კონკრეტული ორგანიზაციის სერვისით სარგებლობის გადაწყვეტილებას.
ლოგოს შექმნისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
- ლოგო უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზაციის სახელწოდებას, რომელიც დატოვებს დადებით და ხანგრძლივ შთაბეჭდილებას. უნდა იყოს მარტივი, რადგან ადამიანებს ხიბლავს ადვილად ამოსაცნობი, კომპანიის იდენტობასთან გაიგივებული ლოგოები;
- მომხმარებელი ერთი შეხედვისთანავე უნდა ცნობდეს თქვენს ლოგოს, რომელსაც გააიგივებს თქვენს პროდუქტთან ან მომსახურებასთან;
- კლიენტის აღქმა, დამოკიდებულება და დამახსოვრება თქვენს ორგანიზაციაზე, დამოკიდებულია ლოგოს დიზაინზე. სწორედ კარგად შერჩეული დიზაინი არის კონკურენტული უპირატესობის საუკეთესო მაჩვენებელი;
- კომპანიის ლოგო უნდა ატარებდეს ინფორმაციას თქვენი პროდუქციის ნიშაზე, იმაზე თუ რას აწარმოებთ.
იხ. ვიდეო
ვებ გვერდის შექმნა
ვებ გვერდის შექმნისას მთავარია დომენი შეესაბამებოდეს თქვენი ორგანიზაციის სახელს.
იმის გასაგებად, სასურველი დომენი თავისუფალია თუ არა, შეგიძლიათ ეწვიოთ მოცემულ ვებგვერდს.
ვებგვერდის შექმნისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე კრიტერიუმი:
- ვებ-გვერდის ფერები უნდა ემთხვეოდეს ლოგოს ფერებს;
- არ უნდა იყოს გამოყენებული ბევრი და შეუსაბამო ფერები;
- განყოფილებები დალაგებული უნდა იყოს შინაარსობრივად, თანმიმდევრობით;
- ინფორმაცია გადმოცემული უნდა იყოს მარტივად, გასაგებ ენაზე;
- ვებ-გვერდი უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან ფაქტს თქვენი ორგანიზაციის შესახებ (ისტორია, საქმიანობა, მისია, ხედვა, ღირებულებები, ა.შ);
- მუდმივად უნდა ხდებოდეს გვერდის განახლება და ახალი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის.
სოციალური ქსელები
კარგი იქნება, თუ თქვენი ორგანიზაციის სახელით დარეგისტრირდებით სხვადასხვა სოციალურ ქსელში.
Facebook-ის, Linked-In-ის, Twitter-ისა თუ სხვა სოციალური ქსელების დიზაინი უნდა იყოს ორგანიზაციის ლოგოსა და ვებგვერდის ფერებში. გვერდი უნდა იყოს აქტიური, მუდმივად განახლებადი და უნდა აწვდიდეს მომხმარებელს სიახლეებს. მნიშვნელოვანია, რომ გამოყოფილი იყოს კომპეტენტური პირი, რომელიც მიმაგრებული იქნება სოციალური ქსელებზე, რადგან იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაგიკავშირდებათ, ინტერაქტიულად მოხდეს მასთან ურთიერთობა.
შეგიძლიათ გამოიყენოთ Facebook-ads, რომელიც დაგეხმარებათ მოახდინოთ თქვენი ორგანიზაციის რეკლამირება მარტივად და შედარებით შეღავათიან ფასებში.
საოფისე ფართების შერჩევა
პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ ფართსა და ადგილმდებარეობაზე. ეს გაგიადვილებთ ძებნის პროცესს. გაითვალისწინეთ, რომ ქირის ფასი უბნებისა და ქალაქების მიხედვით განსხვავებულია.
განცხადებები შეგიძლიათ მოიძიოთ როგორც ელექტრონული საშუალებით, ისე გაზეთებისა თუ ბროშურების მეშვეობით. ერთ–ერთ საშუალებად შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჟურნალ სიტყვადასაქმე – ს ელექტრონული ვერსია.
თანამშრომლების აყვანა
კადრების დაკომპლექტებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა იფიქროთ იმაზე, თუ რა უნარებისა და კვალიფიკაციის თანამშრომელი დაგჭირდებათ, რა საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და პროფესიულ უნარებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი.
კადრების მოძიება შეგიძლიათ:
ვაკანსიების გამოქვეყნებით სპეციალურ საიტებზე, როგორებიც არის:
პირადი კავშირების გამოყენება;
რეკრუტერებთან დაკავშირება, როგორებიც არის: