ბანკში ანგრიშის გახსნამდე, აუცილებელია, ამომწურავად გაეცნოთ თითოეული ბანკის პირობებსა და შეთავაზებებს. შეგიძლიათ გაითვალისწინოთ თქვენი ნაცნობებისა თუ ბიზნეს პარტნიორების რჩევებიც, მათი გამოცდილების მიხედვით.
ის, თუ რომელ ბანკში გსურთ ანგარიშის გახსნა, შეგიძლიათ მიუთითოთ ბიზნესის რეგისტრაციის დროს. შეგვიძლია შემოგთავაზოთ რამდენიმე რჩევა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბანკი, სადაც ანგარიშის გახსნას გეგმავთ:
- ჰქონდეს მომსახურება იურიდიული პირებისათვის;
- ახორციელებდეს მომსახურებას სწრაფად;
- ჰქონდეს ინტერნეტ ბანკის მომსახურება;
- ჰქონდეს sms ბანკის მომსახურება.