დაარეგისტრირე ბიზნესი

25/03/2016

რეგისტრაციის სამართლებრივი ფორმები:

მეწარმე-სუბიექტად დარეგისტრირება არის აუცილებელი პროცედურა ბიზნესის (სამეწარმეო საქმიანობის) დასაწყებად. საქართველოში მეწარმე-სუბიექტად რეგისტრაცია დაკავშირებულია მარტივ პროცედურებთან  და ამისთვის მხოლოდ ერთი დღეა საჭირო. ბიზნესის დასარეგისტრირებლად მნიშვნელოვანია განსაზღვროთ მეწარმე – სუბიექტის ფორმა, რომელიც სხვადასხვაგვარია და ერთმანეთისგან განსხვავდება თავისი შინაარსით, ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობით.

მეწარმე-სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 

მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია გულისხმობს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას,  რომლის  შეცვლა ან განმეორება აკრძალულია;

მეწარმე სუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ ინფორმაციის (ამონაწერის)  მიღება შესაძლებელია როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ასევე სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდიდან.

არსებობს შემდეგი სახის  სამართლებრივი ფორმები:

მეწარმესუბიექტები ქონებრივი პასუხისმგებლობა
ინდივიდუალური მეწარმე პასუხს აგებს პირადად მთელი თავისი ქონებით კრედიტორების წინაშე სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულების გამო.
იურიდიული პირები
სოლიდარული პასუხისმგებლობისსაზოგადოება (სპს) საზოგადოების ვალდებულებების გამო პარტნიორები პირადაპირ და უშუალოდ პასუხს აგებენ მთელი თავისი ქონებით კრედიტორების წინაშე საზოგადოების ვალდებულებების გამო.
კომანდიტური საზოგადოება (კს) საზოგადოების პარტნიორთა ნაწილი საზოგადოების ვალდებულებების გამო შეზღუდულად აგებს პასუხს  (კომანდიტი), ხოლო პარტნიორთა ნაწილი (კომპლემენტარი) მთელი თავისი ქონებით პირადად და შეუზღუდავადსრულად აგებს პასუხს.
შეზღუდული პასუხისმგებლობისსაზოგადოება (შპს)
სააქციო საზოგადოება (სსკორპორაცია)
კოოპერატივი
პარტნიორთა პასუხისმგებლობა შემოიფარგლება საზოგადოების კაპიტალში განხორციელებული შენატანების პროპორციულად.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია იხილეთ აქ„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობების (სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო, სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო) განხორციელების შემთხვევაში ფიზიკურ პირად რეგისტრაცია შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის ცენტრში.

შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვას ექვემდებარება: 
ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან);
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი;
გ) გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, რომელსაც შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება;
დ) უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება;

საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფლის) მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირისა – მის მიერ განცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.