პროექტის შესახებ

ბევრს აინტერესებს, რა ბიზნესის დაწყება შეიძლება იყოს მისთვის ხელსაყრელი, როგორ უნდა შეარჩიოს იდეა, როგორ განახორციელოს იგი და სხვა მსგავსი საკითხები. ასევე, არაერთი ორგანიზაცია ცდილობს, იპოვოს მისი არსებული ბიზნესის ახალი მიმართულებებით გაფართოვებისა და განვითარების შესაძლებლობა. სწორედ მათ დასახმარებლად შეიქმნა StartUp.Ge.

ჩვენს საიტზე განთავსებულია ინფორმაცია, რაც დასჭირდება ბიზნესის დამწყებს. იდეის არ ქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი იდეები, რომლებიც, შესაძლოა, ეხებოდეს რაიმე ახალ საქმიანობას, ან ისეთს, რომელიც არსებობს, მაგრამ მისი ახლებურად კეთებით რადიკალურად განსხვავებული შედეგების მიღწევა შეიძლება.

Startup.ge საინტერესოა ასევე ინვესტორებისათვის, რომელთაც სურთ თანხის დაბანდება. აქ მათთვის მოცემულია ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა არსებული ბიზნესის ან წილის შეძენა, ახალი ბიზნესის დაფინანსება ან რომელიმე ცნობილი საერთაშორისო კომპანიის ფრანჩაიზის მოპოვების შესაძლებლობები.

მიიღეთ ჩვენი რჩევები და დაიწყეთ ბიზნესი მარტივად, უბრალოდ StartUp.ge – ს სრული გაცნობით.