არასდროს გიფიქრიათ გქონოდათ სკოლა? სადაც საინტერესო საქმიანობას შეასწავლიდით, შეიტანდით წვლილს ინდივიდის განვითარებაში, გემოვნების ჩამოყალიბებაში და დაახელოვნებდით მას კონკრეტულ საქმიანობაში.
თუ ამ ყველაფერზე უკვე გიფიქრიათ, მაშინ „თვითშემოქმედების“ (ანუ Do It Yourself (DIY)) სკოლა თქვენთვის შესაფერისია.
ჩამოაყალიბეთ DIY სკოლა, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ:
- როგორ გარდაქმნან ერთი შეხედვით მარტივი, უსარგებლო ნივთები საჭირო ნივთად;
- როგორ გადააკეთონ ძველი ნივთი ისე, რომ გახდეს უნიკალური და ყველასთვის საჭირო;
- ქსოვა;
- კერვა;
- ხელნაკეთი სამკაულების დამზადება;
- თიხის მარტივი ნაკეთობების დამზადება;
- ვარცხნილობების გაკეთება;
- ვიზაჟის ხელოვნება;
- ავეჯის რესტავრირება და საოჯახო ნივთების გაკეთება;
DIY სკოლის გასახსნელად ძალიან ცოტა რესურსი არის საჭირო:
- ერთი პატარა ოთახი, საწყისი ეტაპისთვის 5-10 მოსწავლის მისაღებად;
- 2 ადამიანი, რომლებსაც კარგად გამოსდით DIY ხელოვნება;
- კარგი რეკლამა, თუნდაც მხოლოდ სოციალურ ქსელში.