(ნაწილი მეორე)
თუ თქვენ მიზანმიმართულად შეისწავლით ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს და შეეცდებით, რომ თქვენი ბიზნესი მოარგოთ ამ მოთხოვნებს, წარმატება უპირობოდ თქვენთანაა. როდესაც შენიშნავთ, რომ ერთ – ერთი ამ ფაქტორთაგანი სუსტადაა განვითარებული თქვენს ბიზნესში, აუცილებლად დახარჯეთ უფრო მეტი დრო და რესურსი ამ სისუსტის დასაძლევად.
გეგმა – გეგმა უნდა შეიცავდეს იმაზე მეტს ვიდრე მხოლოდ თქვენი მთავარი იდეაა. ის მოიცავს თქვენს მიზნებს, ამოცანებს, ოპერაციებსა და ა.შ. ყველაფერი, რაც ჩაწერილია თქვენს ბიზნეს გეგმაში ითვლება გეგმის ნაწილად. საფეხურები, რაზეც აგებთ თქვენს გეგმასა და კვლევებს, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს თქვენს წარმატებას. აუცილებელია გეგმა სრულყოფილად და დაწვრილებით იქნას შესრულებული.
შესრულება – ამბობენ, გეგმის ღირებულაბა პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული მისი სისრულეში მოყვანის ხარისხზე. თუ გაქვთ გენიალური იდეა, თუმცა ისე ვერ შესრულდა, როგორც საჭიროა, თქვენი ინიციატივა მთლიანად ჩაიძირება. მეორეს მხრივ, თუ გაქვთ ჩვეულებრივი გეგმა, თუმცა ის მშვენივრად შეასრულეთ, თქვენ მოგეცემათ წინსვლის შესაძლებლობა და აუცილებლად გამოარკვევთ რა მუშაობდა ან არ მუშაობდა თქვენი ორიგინალური კონცეფციიდან.
დროის მართვა – დროის მართვა მნიშვნელოვანია კომპეტენტური პერსპექტივებითვის, მრავალი ბიზნესი სწორედ დროის რეგულირების შედეგად დაწინაურებულა ბაზარზე შესვლის მომენტში, როდესაც წინ უამრავი წინააღდეგობა, ქაოსი თუ გადატვირთული ბაზრები ხვდებოდათ. როდესაც YouTube ასპარეზზე გამოჩნდა, ათეულობით მსგავსი საიტი არსებობდა ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ იმის გამო, რომ YouTube გამოჩნდა კრიტიკულ მომენტში, მაშინ, როდესაც სწრაფი სიჩქარის ინტერნეტი ახალი აღმოჩენილი იყო თუმცა მსგავსი ვიდეო სერვისები ჯერ დაწინაურებისგან შორს იყვნენ – ამან შეუწყო ხელი კომპანიის წარმატებულობა.
მარკეტინგი – თქვენი შემოთავაზება და ბაზარი უმნიშვნელოვანესია ბიზნესისთვის. ყველაზე დაბალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ბრენდირებულია საკმაოდ მიმზიდველი გზებით, იმაზე უკეთესად გაიყიდება, ვიდრე არაბრენდირებული უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ეს მეთოდი შეიძლება ერთგვარად პროდუქტს გადამეტებულად აღწერდეს, თუმცა ის არაჩვეულებრივად მოქმედებს მომხმარებელთა ყიდვის გადაწყვეტილებაზე.
კრიზისებზე რეაგირება – მნიშვნელოვანია თუ როგორ რეაგირებ კრიტიკულ მომენტებში. მოუმზადებელა, არასწორმა რეაგირებამ, ანუ თუნდაც ინერტულობამ შესაძლოა მთელი კომპანია დაამხოს, ასე რომ ყურადღებით იფიქრეთ თქვენს საპასუხო გეგმაზე.
ზრდა – ბილიკი, რომელიც თქვენ აირჩიეთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმაში, თუ რა საფეხურით დაასრულებთ მათ. სწრაფად თუ გაიზრდებით, აუცილებლად წახვალთ წინ. ნელა თუ იმოქმედედებთ, ვერაფერს ვერ მიაღწევთ. ასე რომ, იპოვეთ ბალანსი და ფრთხილი ნაბიჯებით გაზარდეთ ბიზნესი.
ზოგიერთი ფაქტორის ამ სახით შეფასება, როგორებიცაა, მაგალითად, დროის მართვა და შესრულება, საკმაოდ რთულია, მაგრამ შეგიძლიათ დააზუსტოთ და გათვალოთ სად და როგორ შეგიძლიათ თქვენი შანსების მაქსიმიზაცია წარმატების მისაღწევად.
ანა დურგლიშვილი