რჩევები მომავალ მარკეტერებს

27/04/2016

მარკეტინგიარსებობს უამრავი წიგნი, კურსი თუ სემინარი რომელიც პირობას იძლევა, რომ მარკეტინგის სამყაროში ყველაზე დიდ საიდუმლოსაც კი ახდის ფარდას.

არსებობს ერთი ძველი გამოთქმა: „ველოსიპედის ტარების სწავლა შეუძლებელია სემინარზე“, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ცხოვრებისეულ მოვლენაზე ვისაუბრებთ, ნებისმიერ შემთხვევაში სხვაობა პრაქტიკულ სწავლასა და თეორიულად შესწავლას შორის არის უზარმაზარი.

აბსოლუტური ჭეშმარიტება კარგ მარკეტოლოგებზე გამოითქმება ერთადერთი სიტყვით: ცდა.

„ცდა ბედის მონახევრეაო“ ამბობენ და მართალიც არის.

  • თუ ვცდით, ჩვენი ცოდნა არგუმენტირებული იქნება და ვერავინ შეგვეწინააღმდეგება.
  • თუ არ ვცდით, ვერასდროს გავიგებთ რა და როგორ შეიძლება ყოფილიყო. შესაბამისად ყველანაირი არგუმენტის წინააღმდეგ ჩვენი ცოდნა უსარგებლო აღმოჩნდება.

უნდა გვქონდეს თუ არა გაყიდვების საიტი, თუ ტრადიციული მეთოდი სჯობს? რომელი მეთოდის გამოყენება უფრო მომგებიანი იქნება?

ყველა ზემოხსენებულ კითხვას აქვს ერთი პასუხი – სცადე (დატესტე).

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გავხდი დამოკიდებული Google AdWords-ზე არის ის, რომ შემიძლია ვცადო ყველაფერი სწრაფ ტემპში. შემიძლია განვაცალკევო რეკლამები და დავაკვირდე პასუხებს პროცენტულობის მაჩვენებლით. თვალი ვადევნო ნებისმიერ ორ გვერდს და შესაბამის შეკვეთებს.

გაითვალისწინეთ: ნებისმიერი ცდის მერე საჭიროა თან გქონდეთ სათანადო სტატისტიკური მაჩვენებლები. მცდელობათა სათანადო რაოდენობა არის აუცილებელი კომპონენტი. მაგალითად, თუ ჩვენ მონეტას 4-ჯერ ავაგდებთ და ოთხივეჯერ ის ერთნაირად დავარდება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას უკანა მხარე არ გააჩნია. შანსი კვლავ 50/50-ზე რჩება, რომ თქვენ ერთი ან მეორე მხარე გერგებათ, უბრალოდ 4-ჯერ ზედიზედ ამოგივიდათ გერბი.

თუ ერთ-ერთ პროდუქტს აქვს 5 ნახვა, ხოლო მეორეს 10, ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. როდესაც ერთს 30 ნახვა აქვს, ხოლო მეორეს – 50, მაშინ ნამდვილად შეიძლება დასკვნების გამოტანა.

დღეს ტესტირება საგრძნობლად მარტივი და იაფია. ადრე რეკლამის გაზეთში გამოქვეყნებას თვეები სჭირდებოდა და გარკვეულ სახსრებთან იყო დაკავშირებული. ახლა, ღილაკზე ერთი დაწკაპუნებაც საკმარისია, რომ სასურველი ინფორმაცია ყველა მომხმარებელთან გაიგზავნოს. მხოლოდ რამდენიმე საათში თქვენ პასუხები და რეიტინგიც გეცოდინებათ. ამისთვის სულაც არ არის საჭირო ზედმეტი დრო, რესურსი თუ ფული.

გაყიდვების მენეჯერები უარს აღიქვამენ როგორც წარუმატებლობას, ხოლო მარკეტოლოგები – როგორც ერთ-ერთ მცდელობას. რომელი მათგანი გინდა იყო შენ?

პერი მარშალი



Related Posts