ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ორგანიზებას უწევს პროექტს „ADS GEORGIA – კრეატიული სააგენტოები საქართველოში“. პროექტის მიზანია სტუდენტებისათვის ქართული სარეკლამო ინდუსტრიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი ინტერესის გაღვივება.
პროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები და გაიგონ, ვინ დგანან მათთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან. სარეკლამო ინდუსტრიით დაინტერესებულ სტუდენტებს პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ ისეთი წარმატებული სააგენტოები, როგორებიცაა:
⏩ BetterFly
⏩ Marmelads
⏩ Elliot Webber
⏩ Marshall • მარშალი
⏩ Saatchi & Saatchi Tbilisi
⏩ Marketer.ge
☑ პირველ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები გამოცდილებას გაუზიარებენ სტუდენტებს და ისაუბრებენ მათ მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო კამპანიებზე;
☑ მეორე შეხვედრა მიეძღვნება თავისუფალ თემას – განიხილება სარეკლამო ბაზარზე წარმატების მიღწევის მნიშვნელოვანი ასპექტები;