CNICK • კნიკი

01/05/2017

ბეჭედიCNICK • კნიკი ახალი, ინოვაციური სტარტაპია რომლის მთავარი იდეაა, მომხმარებელს გაუმარტივოს იდენტიფიკაცია. CNICK ბეჭედი მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს სამსახურის საშვის, ფიტნესისა და აუზის აბონიმენტების ან სულაც კინოს ბილეთების ნაცვლად. გარდა ამისა, რაც მთავარია, CNICK ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, მასში ჩატვირთულია პირველადი სამედიცინო ინფორმაცია, რომელიც სასწრაფო დახმარების ექიმებს შესაძლებლობას აძლევს მომენტალურად მიიღონ ინფორმაცია პაციენტის შესახებ, მაშინ როდესაც თითოეული წამი გადამწყვეტია. CNICK მომხმარებლებს მობილურ აპლიკაციასაც სთავაზობს, რომელიც NFC-ის მეშვეობით შესაძლებლობას იძლევა სასურველი ფაილები შევინახოთ ბეჭედში და გავუზიაროთ სხვას ხელის ერთი შეხებით. ეს ჩამონათვალი მხოლოდ ნაწილია იმ ფუნქციებისა, რომელსაც ბეჭედი გვთავაზობთ. Startup.ge კნიკის მარკეტინგის დირექტორს, ნინო გვაზავას ესაუბრა.

როგორ გაჩნდა იდეა?

ცხოვრების გამარტივებასა და დაბრკოლებების მარტივად გადალახვაზე ფიქრმა მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე შეუმჩნეველი ბარიერებიც კი გვაკარგვინებს დროს და გვიქმნის დისკომფორტს. უნივერსიტეტის ტურნიკეტთან წიგნებით ხელში მისულებისთვის საფულის ამოღება და საჭირო ბარათის ამორჩევა ზედმეტ ძალისხმევას მოითხოვდა, იმავე პროცესის გავლა კი, დღის განმავლობაში, მრავალ სხვადასხვა ობიექტთან გვიწევდა. „ხელის ერთი მოსმით“ ამ სისტემებთან იდენტიფიცირება ჩავთვალეთ, რომ დიდ კომფორტს შეგვიქმნიდა და დავიწყეთ ჭკვიანი ბეჭდის განვითარება.

ბეჭედი

ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები?

კომპანიის დამფუძნებლები არიან კობა ცერცვაძე, გიორგი მიქაცაძე, დავით კვიციანი.

როგორ მუშაობს ბიზნესი (როგორია პროცესი)?

პროდუქტს ვაწარმოებთ საქართველოში, ხოლო გაყიდვა ხდება ონლაინ, ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით. მომხმარებელს ვაძლევთ შესაძლებლობას თვითონ შეარჩიოს უნიკალური დიზაინის მოქნე ბეჭედი და დაიტანოს სასურველი ტექსტი.  შეკვეთის განხორციელების შემდეგ ჩვენ ვამზადებთ შესაბამის ბეჭედს და ვუგზავნით მის მიერ მითითებულ მისამართზე.

რამდენი ადამიანია დასაქმებული

ამ ეტაპზე სულ დასაქმებულია 9 ადამიანი.

CNICK

 

 

 

 

 

როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?

გუნდის შექმნიდან მალევე დავიწყეთ საწყისი კაპიტალის მოძიება. მონაწილეობას ვიღებდით საგრანტო კონკურსებში და 10-მდე მათგანში გავიმარჯვეთ.  შემდეგ ეტაპზე უფრო მეტი თანხის მოძიება გახდა საჭირო.  მონაწილეობა მივიღეთ “სტარტაპ საქართველო”-ს კონკურსში და მოვიპოვეთ seed რაუნდის დაფინანსება, რამაც მოგვცა შესაძლებლობა პირველი პროდუქტი დაგვესრულებია.

ამ ეტაპზე გახსნილი გვაქვს ინვესტიციის შემდეგი რაუნდი და  მზად ვართ ინვესტორებთან მოლაპარაკებებისთვის.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ

სამომავლოდ ვფიქრობთ გლობალურ ბაზარზე გასვლას და ასევე პროდუქტის განვითარებას ახალი ფუნქციებით და მიმართულებებით.

რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს?

პირველ რიგში საჭიროა სწორად განსაზღვროთ რა ბიზნესში ხართ და ვინ არის სეგმენტი. შემდეგ კი საჭიროა რაც შეიძლება მალე გაიტანოთ ბაზარზე პროდუქტი და მომხმარებლებთან ერთად განავითაროთ იგი.

 

თეონა თავდიშვილი



Related Posts